მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Pfizer-BioNTech-ის Covid-ვაქცინას სრული ავტორიზაცია FDA-მ შესაძლოა, 23 აგვისტოს მიანიჭოს - The New York Times

6120c8aa5f71e
მარიამ ადამია
21.08.21 14:16
2720
აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების სააგენტომ (FDA) Pfizer-BioNTech-ის მიერ შემუშავებულ Covid-19-ის ვაქცინის გამოყენებაზე თანხმობა, შესაძლოა, ორშაბათს, 23 აგვისტოს გასცეს.ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, Pfizer/BioNTec-ის ვაქცინას, ისევე როგორც Moderna-სა და Johnson & Johnson-ს, აშშ-ში გადაუდებელი გამოყენების ნებართვა აქვს, ხოლო გამოყენებაზე სრულფასოვანი თანხმობის მინიჭება სავარაუდოდ, იმ საჯარო და კერძო ორგანიზაციების ვაქცინაციის მოთხოვნას გაზრდის, რომლებიც მარეგულირებლის საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდნენ. სრული ავტორიზაცია, პარალელურად ვაქცინის მიმართ საზოგადოებაში არსებულ ეჭვებს შემცირებს.

ცნობისთვის: გადაუდებელი გამოყენებისთვის Prizer-BioNTech-ის ვაქცინა 2020 წლის დეკემბერში დაამტკიცეს. FDA-ს გადაწყვეტილების შემდეგ Pfizer-ის ვაქცინა Covid-19-ის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა იქნება, რომელმაც საგანგებო გამოყენებისთვის დამტკიცების შემდეგ, სრულ ავტორიზაციას მიიღებს.