ამერიკულმა ფარმაცევტულმა გიგანტმა, Pfizer-მა პოლონეთის მთავრობას ევროკავშირის სასამართლოში უჩივლა. ბრიუსელში შეტანილი სარჩელიდან ირკვევა, რომ კომპანია სახელმწიფოსგან 1.5 მილიარდი დოლარის მოცულობის ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს.
საქმე ეხება Covid-19-ის საწინააღმდეგო 60 მილიონ ვაქცინას, რომელიც პოლონეთის მთავრობამ 2021 წელს შეუკვეთა, თუმცა ჩაბარების პერიოდში პროდუქციის მიღებაზე და თანხის გადახდაზე უარი განაცხადა, რადგან ამ დროისთვის პანდემია უკვე ფაქტობრივად დასრულებული იყო.
ბრალდების მხარის მტკიცებით, პოლონეთის მთავრობამ უხეშად დაარღვია კონტრაქტი, რომელშიც მკაფიოდ იყო ახსნილი, რომ წარმოებული საქონლის შესყიდვაზე უარის გაცხადება დაუშვებელი იყო. სწორედ ამიტომ, Pfizer-მა დახმარებისათვის სასამართლოს მიმართა.
პოლონეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მთავრობის წევრები იმედოვნებენ, რომ საქმე მორიგებით დასრულდება და მხარეებს შორის მრავალწლიანი ურთიერთობა არ გაფუჭდება.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.