მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Pfizer-ი და Moderna წელს ვაქცინის რეალიზაციით $32 მლრდ-ს მიიღებს

6034a02248d63
თათია კაკიაშვილი
23.02.21 22:45
654

Wall Street–ის ანალიტიკოსების განცხადებით, Pfizer-ი და Moderna მიმდინარე წლის განმავლობაში Covid-19 ვაქცინის რეალიზაციით, დაახლოებით, 32 მილიარდი დოლარის შემოსავალს მიიღებს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ეს ძალიან დიდი სტიმულია Moderna-სთვის, რომელიც ახალგაზრდა ბიოტექნოლოგიური კომპანიაა და რომლის შესახებაც 2020 წლამდე ცნობები თითქმის არ არსებობდა, არადა დღეს კომპანიას უკვე საკუთარი FDA ავტორიზაციის მიღება შეუძლია. აქვე, საინტერესოა ისიც, რომ, თავის მხრივ, Pfizer-ი 2021 წელს Covid-19 ვაქცინის შემოსავლის სახით, 19 მილიარდ დოლარს მიიღებს; 2020 წლის ბოლოს, შემოსავლის ეს ოდენობა, დაახლოებით, 975 მილიონი დოლარი იყო.

CNN წერს, რომ გავრცელებული ინფორმაციით, Pfizer-ი საკუთარ შემოსავალს BioNTech-ს გაუყოფს, რომელმაც საკუთარი წვლილი შეიტანა ვაქცინის შემუშავებაში.

ამასთან, Morgan Stanley–ის პროგნოზით, Pfizer–ი დაახლოებით 9,3 მილიარდი დოლარით მეტს აიღებს Covid-19 ვაქცინის შემოსავლით 2022 და 2023 წლებში. საგულისხმოა, რომ ვაქცინის შექმნას Pfizer-ის აქციების ფასის რეკორდული ზრდა არ გამოუწვევია. ამ კომპანიის აქციები წელს მხოლოდ 12%-ით არის გაზრდილი.