მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FDA-მ Pfizer-ისა და Moderna-ს განახლებული კოვიდვაქცინები დაამტკიცა

კოვიდვაქცინა

გართულებული კორონა ვირუსით ჰოსპიტალიზების შემთხვევების გაზრდის გამო, აშშ-ის საკვებისა და წამლების მარეგულირებელმა სააგენტო FDA-იმ განახლებული კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინები - Pfizer და Moderna - დაჩქარებული წესით დაამტკიცა.

ახალი ვაქცინები კოვიდის ახალი შტამის, ომიკრონ XBB 1.5-სთვის შეიქმნა და ვაქცინაცია 12 წელს ზემოთ პირებისთვისაა დაშვებული - ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

მედიის ცნობით, განახლებული ვაქცინით აცრა გადაუდებელ შემთხვევებში დაშვებულია ბავშვებისთვის 6 თვიდან 11 წლამდე. 

თუმცა განახლებული ვაქცინები ამერიკელებისთვის ხელმისაწვდომი ჯერ არ არის. აცრები კლინიკებში, ვაქცინაციის ცენტრებსა და სხვა სამედიცინო დაწესებულებებში მას შემდეგ გამოჩნდება, რაც მომავალ სამშაბათს აშშ-ის იმუნიზაციის საბჭო მათი მოხმარების რეკომენდირებულობას დაუჭერს მხარს. ბაიდენის ადმინისტრაციის ცნობით, Pfizer-ის, Moderna-სა და Novavax-ის შექმნილი ერთდოზიანი ვაქცინები, რომლებიც ომიკრონის ახალ შტამს ებრძვიან, მოსახლეობისთვის სექტემბრის შუა რიცხვებში გახდება ხელმისაწვდომი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები