მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Pfizer-ის ვაქცინა, რომელიც ქვეყანას უკვე უნდა მიეღო, შესაძლოა AstraZeneca-ზე გვიან ჩამოვიდეს - გაბუნია

603632bbf34b8
შოთა ტყეშელაშვილი
24.02.21 15:23
1389
“შესაძლებელია AstraZeneca-მ დაასწროს ჩამოსვლა. საუბარია სადღაც 1-კვირიან პერიოდზე, რაც შეიძლება იყოს სხვაობა,”- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ. "ფაიზერის" დოზების ქვეყანაში შემოტანის შესახებ მთავრობამ დაპირება ჯერ კიდევ იანვარში გასცა და მას საქართველო “თებერვლის შუა რიცხვებში” ელოდა. თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინის მიღების გადავადება გამოწვეულია თავად Pfizer-ის მიერ წამოყენებული ახალი პირობებით, რაც ვაქცინების შენახვა/ტრანსპორტირების უზრუნველყოფას ეხება.

საქართველო ამ ეტაპზე 2 წყაროდან - COVAX-დან და ვაქცინების მწარმოებელებთან პირდაპირი მოლაპარაკებების საფუძველზე ვაქცინების 3 ტრანშს ელის. ესენია 29 ათასი დოზა Pfizer-ის ვაქცინა (COVAX-იდან); 315 ათასი დოზა AstraZeneca-ს ვაქცინა (COVAX-იდან) და 150 ათასი დოზა AstraZeneca-ს ვაქცინა პირდაპირი მოლაპარაკებებიდან. მათ შორის წლის პირველი კვარტლის ბოლომდე საუბარია მხოლოდ 2 ტრანშის - 29 ათასი დოზა Pfizer-ისა და 315 ათასი დოზა AstraZeneca-ს ვაქცინების მიღებაზე.

“Pfizer-სგან 29 ათასი დოზა ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით მათი მხრიდან წამოყენებული პირობები ძირითადად ცივი ჯაჭვის საკითხს ეხებოდა. ჩვენ კიდევ ერთხელ გავმართავთ მოლაპარაკებებს მათთან და ყველა დეტალი დაზუსტების შედეგად გვეცოდინება, როდის მივიღებთ ამ დოზებს, რაც COVAX-ის პლატფორმის საშუალებით საქართველომ უნდა მიიღოს პირველ კვარტალში. დოზებს ველოდით თებერვლის ბოლომდე, თუმცა დამატებითი პირობების გამო გადავადება გამოვიდა.

რაც შეხეება AstraZeneca-ს, მასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები როგორც კოვაქს პლატფორმით, ასევე პირდაპირი გზითაც. WHO-მ ავტორიზაცია მისცა AstraZeneca-ს ორ ვაქცინას, რომლებიც ინდური და კორეული წარმოებისაა. ჩვენი რეგიონისთვის ხელმისაწვდომი იქნება ორივე ვაქცინა. ზუსტდება დეტალები, ფაიზერის ვაქცინების რა რაოდენობას მივიღებთ ჩვენ COVAX პლატფორმით. სავარაუდო რაოდენობა არის 315,000 დოზამდე, რაც უახლოეს დღეებში დაზუსტდება.

რაც შეეხება 150,000 დოზას, რომელსაც პირდაპირ ვყიდულობთ AstraZeneca-სგან, ამაზეც ჩვენი მხრიდან სახელშეკრულებო პირობები დასრულებულია და ველოდებით კიდევ გარკვეულ ფორმალობებს, იმისთვის, რათა თანხა გადავიხადოთ და უკვე დაიწყება მოწოდების პროცედურა. ეს ხდება COVAX-ის მიღმა. რაც შეეხება უშუალოდ COVAX-ის მეშვეობით 315 ათასი დოზის მიღებას ესეც ზუსტდება და მომავალ კვირას ჩვენ გვექნება უფრო მეტი დეტალი იმ დონეზე, რათა ვიცოდეთ საიდან ჩამოდის, როდის ჩამოდის. შესაძლებელია AstraZeneca-მ დაასწროს ჩამოსვლა,"- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.