მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Pfizer-ის ხელმძღვანელი: ოქტომბრის ბოლოს გვეცოდინება რამდენად კარგად მუშაობს ვაქცინა

5f5f19cdb3331
ნათია თაქთაქიშვილი
14.09.20 22:40
821
ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის ხელმძღვანელი ალბერტ ბურლა აცხადებს, რომ „ნადვილად არის შანსი“ ოქტომბრის ბოლოსთვის იცოდნენ რამდენად კარგად მუშაობს მათი ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ. ამის შესახებ ინფრომაციას CNN-ი ავრცელებს.

„ოქტობრის ბოლოსთვის 60%-ზე მეტი შანსი გვექნება ვიცოდეთ რამდენად სრულყოფილად მუშაობს ჩვენი ვაქცინა COVID-19-ის წინააღმდეგ. ცხადია ეს არ ნიშნავს, რომ ვაქცინის გამოყენებას მაგ დროიდან შევძლებთ, ეს მხოლოდ ნიშანი იქნება ვაქცინის ვარგისიანობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ალბერტ ბურლამ.

გამოცემის მიხედვით, ბურლა მედიკამენტის ფართო მოხმარებაში ჩაშვებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ უჭირს საუბარი ვაქცინა ხელმისაწვდომი 2021 წლამდე გახდება თუ არა, რადგან მან არ იცის რამდენი ხანი დასჭირდება მარეგულირებლებს მედიკამენტის აღიარებისათვის.

„რთულია განსაზღვრა, რამდენი დრო იქნება საჭირო, რომ მარეგულირებლებმა მედიკამენტი აღიარონ. ლიცენზიის გაცემა მარეგულირებლის პრეროგატივაა“, - განაცხადა ბურლამ.

ბურლას განცხადებით, Pfizer-ი ამჟამად ასობით ათას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობს.

Pfizer-ის ხელმძღვანელი წამლის ლოჯისტიკის პრობლემებზეც საუბრობს. როგორც ის აღნიშნავს, წამლის მიწოდება რთული კომპლექსური საკითხია, რომელიც მოითხოვს გადატანის სპეციალურ პირობებს, ტემპერატურის ჩათვლით და ფარმაცევტული კომპანია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებითაც მუშაობს.