მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირბადის ტარების მაჩვენებელი 37%-ზეა ჩამოსული - NCDC

6196419927ca4
ინგა მურუსიძე
18.11.21 16:30
641
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძრვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ეპიდსიტუაცია რთულია ქვეყანაში და მის კიდევ უფრო გაუარესებას ვერაფერი შეაჩერებს, გარდა ვაქცინაციისა და წესების დაცვისა.

გამყრელიძემ აქვე ისაუბრა პირბადის ტარების აუცილებლობაზე და თქვა, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი 37%-ზეა ჩამოსული.

„ხშირად ვიმეორებთ, რომ პირბადის ტარება ძალიან მნიშვნელოვანია. ის იცავს ინფექციის გავრცელებისგან, გადადებისგან და აუცილებელია მისი ტარება“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.