საქსტატმა დღეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ ახალი სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საქართველოში 745 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოვიდა. ეს წინა წელთან შედარებით 99%-ით მეტია.
რაც შეეხება მთლიანად 9 თვის შედეგებს, FDI-ის ზომა $1.67 მილიარდი დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 101%-ით მეტია.
რაც შეეხება FDI-ის წყაროების მიხედვით, მესამე კვარტალში 745 მილიონი დოლარიდან 446 მილიონი რეინვესტიციებზე მოდიოდა, სააქციო კაპიტალში ინვესტიციები 226 მილიონი დოლარი იყო, ხოლო სავალო ვალდებულებები 72.4 მილიონი დოლარი იყო.
2022 წლის III კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 265.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 35.6 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორი - 159.0 მლნ. აშშ დოლარით (21.3 პროცენტი), ხოლო მესამეზე იმყოფება ხელოვნების, გართობის და დასვენების სექტორი 143.2 მლნ. აშშ დოლარით (19.2 პროცენტი).
მესამე კვარტალში ინვესტიციების მხრივ პირველ ადგილზეა ესპანეთი - 165.9 მლნ. აშშ დოლარით, რაც FDI-ის 22.3 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება გაერთიანებული სამეფო - 122.9 მლნ. აშშ დოლარით (16.5 პროცენტი), ხოლო მესამეზე ირლანდია - 120.3 მლნ. აშშ დოლარით (16.1 პროცენტი). 10 უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 86.5 პროცენტს შეადგენს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება