მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პიროტექნიკის შესაძენად წელს ქვეყნიდან რეკორდული თანხა გავიდა - სად ვყიდულობთ ფეიერვერკებს?

6399c3bc8577b
ვიქტორია მღებრიშვილი
14.12.22 16:48
1327
საქართველომ მიმდინარე წელს 5.5 მლნ დოლარის ღირებულების 712 ტონა ფეიერვერკები, სასიგნალო შუშხუნები, წვიმის რაკეტები და პიროტექნიკური სხვა ნაწარმი შეიძინა.

10 თვის განმავლობაში პიროტექნიკის იმპორტი, გასული წლის მაჩვენებელს ღირებულებით 442%-ით აღემატება, ხოლო მოცულობით 1 207%-ითაა გაზრდილი. ოფიციალური სტატისტიკით იანვარ -ოქტომბერში გასულ წლებთან შედარებით პიროტექნიკის იმპორტის მოცულობა არც ისე მაღალია, თუმცა ფეიერვერკებისა და შუშხუნების შესაძენად ქვეყნიდან გასული თანხების მოცულობა რეკორდულია. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ საიმპორტო ბაზრებზე სხვადასხვა დასახელების პიროტექნიკა გაძვირდა. 

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში პიროტექნიკის იმპორტი სულ 6 ქვეყნიდან განხორციელდა და მათი რეიტინგი ასეთია:

1. ბულგარეთი - 2.1 მლნ დოლარი, 193 ტონა;
2. ჩინეთი - 1.8 მლნ დოლარი, 453 ტონა;
3. მონტენეგრო - 1.1 მლნ დოლარი, 0.30 ტონა;
4. პოლონეთი - 318 ათასი დოლარი, 64 ტონა;
5. გერმანია - 10 ათასი დოლარი, 0.70 ტონა;
6. თურქეთი - 6.6 ათასი დოლარი, 0.10 ტონა;

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტირებული პიროტექნიკის ღირებულება 1 მლნ დოლარს შეადგენს და ძირითადად რეექსპორტზე მოდის.