მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველად ისტორიაში, FDA-მ ელექტრონული სიგარეტების მარკეტინგის ავტორიზაცია გასცა

617bbc42b5ffc
BM.GE
29.10.21 13:15
1471

12 ოქტომბერს, აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერ თამბაქოს ახალ პროდუქტს - ნიკოტინის მიწოდების ელექტრონულ სისტემას (ENDS) კომერციალიზაციის ნებართვა მიენიჭა. ამ პროდუქტს მიეკუთვნება R.J. Reynolds (RJR )-ის მიერ შექმნილი Vuse Solo მოწყობილობა, რომელიც იყენებს თამბაქოს არომატის მქონე სითხეს.

“კომპანია RJR-მ წარადგინა ყველა საჭირო დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებს, რომ ეს პროდუქტი შეესაბამებასაზოგადოებრივი ჯანდაცვის სტანდარტებს”, - წერია აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

აღნიშნული ავტორიზაცია მნიშვნელოვან ნაბიჯსწარმოადგენსიმისათვის, რომ ყოველმა თამბაქოს ნაწარმა გაიაროს FDA-ს ავტორიზაცია და ბაზარზე გასვლამდე მიიღოს მეცნიერული შეფასება. მწარმოებლის მიერ წარმოდგენილი სამეცნიერო მტკიცებულებები აჩვენებს, რომ თამბაქოს არომატის მქონე პროდუქტებს აქვს შესაძლებლობა, შეამციროს თამბაქოს მომხმარებლების მავნე ქიმიური ნივთიერებებისადმი დაქვემდებარება (ტრადიციული თამბაქოს უკვამლო მოწყობილობებით სრულად ან ნაწილობრივ ჩანაცვლების შედეგად)”, - განაცხადა მიტჩ ზელერმა, FDA-ს თამბაქოს პროდუქტების ცენტრის დირექტორმა.

მისივე განმარტებით, ადმინისტრაცია გააგრძელებს  RJR-ს თამბაქოს ნაწარმის მარკეტინგის  მონიტორინგს და იმ შემთხვევაში, თუ კომპანია არ შეასრულებს მარეგულირებელ მოთხოვნებს და გაჩნდება სანდო მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მოწყობილობას დიდი რაოდენობით არამწეველი და ახალგაზრდა მოიხმარს, ისინი მიიღებენ შესაბამის ზომებს და გააუქმებენ მინიჭებულ ავტორიზაციას.

ადმინისტრაციის განცხადებით, Premarket Tobacco Product Application(PMTA) ფარგლებში, ახალი თამბაქოს პროდუქტის მარკეტინგის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი შეესაბამება საზოგადოებრივი ჯანდაცვის მოთხოვნებს.შესაბამისად, RJR-სმიერ წარდგენილი მოწყობილობა, ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით, ამცირებს მწეველის ორგანიზმის დაქვემდებარებას მავნე ქიმიური ნივთიერებებისადმი. ტოქსიკოლოგიურმა კვლევებმა კი აჩვენა, რომ ავტორიზებული პროდუქტის აეროზოლი მნიშვნელოვნად ნაკლებ ტოქსიკურ ნივთიერებას შეიცავს წვად თამბაქოსთან შედარებით.

უფრო მეტიც, აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ განიხილა მოწყობილობის შესაძლო სარგებელი არა მხოლოდ ინდივიდუალურ, არამედ საზოგადოებრივ დონეზე და ხელმისაწვდომ მონაცემებზე დაყრდნობით მოწყობილობის პოტენციური ბენეფიტები დადებითად შეაფასა.

თუმცა, ადმინისტრაცია საფრთხეებზეც ამახვილებს ყურადღებას. FDA-ს ცნობით, 2021 წელს ახალგაზრდებს შორის თამბაქოს მოხმარების შესახებ ნაციონალური კვლევით დადგინდა, რომ სკოლის მოსწავლეთა დაახლოებით 10% იყენებს ელექტრონულ სიგარეტს, სახელწოდებით Vuse. ამ ფაქტს ადმინისტრაცია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. თუმცა, კომპანიის მიერ წარდგენილი კვლევები აჩვენებს, რომ თამბაქოს არომატის არმქონე ელექტრონული სიგარეტების მოხმარება ახალგაზრდებს შორის დაბალია, რადგან ისინი უპირატესობას ხილის, კანფეტისა და მენთოლის არომატს ანიჭებენ. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ნაკლებსავარაუდოა, მათ დაიწყონ თამბაქოს არომატის მქონე ელექტრონული სიგარეტების მოხმარება, რაც შემდგომში შეიძლება ტრადიციული მოწევის დაწყების გამომწვევი მიზეზი აღმოჩნდეს.

აღნიშნული მონაცემები ამყარებს FDA-ს გადაწყვეტილებას პროდუქტის შესაძლო სარგებლის შესახებ, რადგან ეს მოწყობილობა ახალგაზრდებისთვის ნაკლებად მიმზიდველია, შესაბამისად, მოწყობილობისთვის ავტორიზაციის მინიჭება არ იწვევს ახალგაზრდა თაობის მხრიდან თამბაქოს პროდუქტების მოხმარების ინიცირების რისკების ზრდას.

მართალია, მოწყობილობამ მიიღო FDA-ს მიერ პროდუქტის აშშ-ს ბაზარზე კომერციალიზაციის ავტორიზაცია, თუმცა, სააგენტოს განცხადებით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროდუქტი არის სრულიად უსაფრთხო ან “FDA-ს მიერ აპრობირებული”.

“თამბაქოს ყველა პროდუქტი არის ზიანის შემცველი და იწვევს დამოკიდებულებას. მნიშვნელოვანია, რომ არამწეველმა ინდივიდებმა არ დაიწყონ თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი პროდუქტების მოხმარება”, - ვკითხულობთ განცხადებაში.

მწეველთათვის თამბაქოს მოხმარების ზიანის შემცირების მიზნით, ადმინისტრაციამ ორ თამბაქოს ელექტრონულ მოწყობილობაზე გასცა მოდიფიცირებული რისკის მქონე თამბაქოს პროდუქტის ავტორიზაცია, მათ შორის: IQOS-ის მოწყობილობასა და SNUS-ზე. “თამბაქოს პანდემიის” ნეგატიური შედეგების პრევენციის მიზნით კი, ადმინისტრაცია გააგრძელებს ელექტრონული სიგარეტებისა და თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების შესაძლო სარგებელის განხილვას და შესაძლოა, მომავალში ბაზარზე ზიანის შემცირებისთვის განკუთვნილი უფრო მეტი პროდუქტი ვიხილოთ.