მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ს სურსათისა და წამლის მარეგულირებელმა სააგენტომ ჩვენი წარმოების რეგისტრაცია განახორციელა - "ჟოლი"

ჟოლის სერთიფიკატი

ქართული ნატურალური პროდუქტების, მათ შორის მურაბების, კომპოტებისა და სხვა პროდუქტების წარმოება “ჟოლი“ ამერიკის ბაზარზე შედის. აღსანიშნავია, რომ აშშ-ს სურსათისა და წამლის მარეგულირებელმა სააგენტომ (FDA) ჟოლის, როგორც ამერიკის ტერიტორიაზე იმპორტირებული პროდუქციის მწარმოებელი კომპანიის შესახებ მოკვლევა დასრულდა და წარმოების რეგისტრაცია განახორციელა.

როგორც „ჟოლის“ დამფუძნებელი გურამ სუხაშვილი bm.ge-სთან აღნიშნავს, პროცესის დასრულების შემდგომ პირველ ეტაპზე აშშ-ში 80 000-მდე ერთეულ პროდუქციას გაგზავნიან, სამომავლოდ კი რაოდენობებს გაზრდიან.

„ჩვენმა წარმოებამ რამდენიმე დღის წინ FDA-ს რეგისტრაცია გაიარა. ეს ექსპორტის დასაწყებად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. რამდენიმე ნაბიჯი კიდევ გვაქვს გადასადგმელი, მათ შორის ეტიკეტების რეგისტრაცია. ამასთან ერთად, პროდუქციას FDA-ს მიერ მოთხოვნილ ანალიზებს ვუტარებთ, აქედან ნაწილი საქართველოში, ნაწილი კი ევროპასა და აშშ-ში ტარდება.

რაც შეეხება მოცულობებს, პირველ ეტაპზე აშშ-ს 80 000-მდე ერთეული პროდუქცია უნდა მივაწოდოთ, მომავალ წელს კი აღნიშნული რაოდენობები 150 000-მდე გაიზრდება“, - ამბობს „ჟოლის“ დამფუძნებელი.

ინფორმაციისთვის: „ჟოლის“ წარმოება იგოეთში მდებარეობს. საწარმოს მოსაწყობად ინვესტიცია ამერიკელი პარტნიორის მიერ განხორციელდა. „ჟოლის“ პროდუქცია ადგილობრივი ნედლეულით მზადდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები