მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველადი ჯანდაცვის ქსელის სამედიცინო პერსონალის გადამზადება მომდევნო კვირას დასრულდება

5e8ca6d39a031
თათია ჩაფიჩაძე
07.04.20 20:41
1386
პირველადი ჯანდაცვის ქსელში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის გადამზადების პროცესი მომდევნო კვირის ბოლოსთვის დასრულდება. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის პროგრამების სამმართველოს უფროსმა ეკა ადამიამ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, ონლაინ კონსულტაციების მიღების შესაძლებლობა მოქალაქეებს უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით აქვთ.

„ჯერჯერობით ზუსტი რიცხვის თქმა გამიჭირდება რამდენია გადამზადებული, ტრეინინგი ყოველდიურად ტარდება და იმ კვირის ბოლოსთვის სრულად დასრულებული იქნება. თუმცა, ის კლინიკები ვინც ჩართულები არიან პროცესში, ყველა ბრიგადით გადამზადებულები არიან და მზად არიან შემთხვევების მართვისთვის.

პროტოკოლი გასაგები და მარტივია. ასევე ჩვენ ვფიქრობთ, რომ მარტივი მექანიზმი გვაქვს ტრეინინგების, რომლის ფარგლებშიც ძალიან იოლად აითვისებენ ამ მართვის პრინციპებს. ამ ეტაპზე ბინაზე მართვის საჭიროება არ გვაქვს, ყველა დადასტურებული ან საეჭვო გადადის კლინიკებში, თუმცა, გაზრდის შემთხვევაში ამის მართვა ჩვენთანაც ამ საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენებით გაგრძელდება.

ონლაინ კლინიკის ფარგლებში მონიტორინგი გულისხმობს 14 დღის განმავლობაში პაციენტის დაკვირვებას და გართულების შემთხვევაში მოხდება მათი გადამისამართება ცხელების კლინიკებში.
ყველაზე რთული სცენარის შემთხვევაში არსებული სამედიცინო პერსონალის რაოდნეობა საკმარისია, ჩვენ ვახდებთ როგორც კლინიკების, ასევე პერსონალის მობილიზებას და შესაბამის ეტაპზე ყველა იქნება ჩართული.“ - განაცხადა ადამიამ.