პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი მიიჩნევს, რომ ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი წინმსწრებად, არსებული საფრთხეების გათვალისწინებით მიანიჭა.
მისივე თქმით, ევროკომისიის რეკომენდაციის მიუხედავად, საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი ქვეყნები მიიღებენ.
რაც შეეხება საქართველოს, მაკა ბოჭორიშვილის მტკიცებით, ყველაზე დიდი შენიშვნა ევროკავშირს ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციასთან აქვს, რასაც მხოლოდ ერთი პარტია ვერ გამოასწორებს.
“ის დასკვნა, რაც ევროკომისიის მიერ გამოქვეყნდა, ჩვენთვის საყურადღებოა. იქ გარკვევით წერია რა აწუხებს ევროპას და რას მოელის ჩვენგან. ევროკომისიის პირველი თხოვნა და მოთხოვნა არის ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირება. ეს ცალმხრივად ვერ მოხერხდება ვერცერთი ცალკეული პოლიტიკური ძალის მიერ. ეს არის ერთობლივი ძალისხმევა, რომელიც ყველა პოლიტიკურ ძალას მოეთხოვება. რაც შეეხება პროგრესს, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე აქვს მიღწეული, ის ვერ დაიკარგება და ჩვენი შემდგომი პროგრესი ამას დაეფუძნება. ვნახეთ, რომ სამივე დასკვნა გარკვეულ წინაპირობებს მოიცავს. ვხედავთ უკრაინა როგორ მძიმე მდგომარეობაშია, ასევე მოლდოვაც არანაკლები საფრთხეების წინაშე დგას. წინსწრებით კანდიდატის სტატუსის რეკომენდაცია ექნებათ, რაზეც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები იმსჯელებენ. ეს სტატუსიც წინაპირობებზე იქნება დაფუძნებული”, - აცხადებს ბოჭორიშვილი.
ევროკომისიის დასკვნით, საქართველომ უნდა მიიღოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა. ქვეყანამ კანდიდატის სტატუსისთვის 12 პირობა უნდა შეასრულოს. ამ მოთხოვნებს შორისაა ელიტური კორუფციის შემთხვევების გამოძიება, “დეოლიგარქიზაციის” ვალდებულების შესრულება და სხვა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი