მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პოლონელები აშშ-ში უვიზოდ წასვლას შეძლებენ - მასშტაბური შეთანხმება

5d89b7779c239
მიხეილ ხაჩიძე
25.09.19 00:10
3562

ამერიკის შეერთებული შტატები პოლონეთს აქამდე არსებულ სავიზო რეჟიმს გაუუქმებს. უახლოეს მომავალში პოლონეთის მოქალაქეები შტატებში გამგზავრებას ზედმეტი სირთულეების გარეშე შეძლებენ.




როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა პოლონელ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა, მომდევნო კვირებში პოლონეთს ვიზის ვალდებულებიდან გათავისუფლების პროგრამაში შეიყვანენ.




ახალი რეგულაციის შემდეგ, პოლონეთის მოქალაქეებს უფლება მიეცემათ, შტატებში  90 დღის განმავლობაში, ტურისტული თუ სამუშაო ვიზიტით ჩავიდნენ. როგორც ცნობილია, მსგავსი პრივილეგიით შტატებთან 50-მდე სახელმწიფო სარგებლობს, მათ შორის კოსტა-რიკაც.

 



ამას გარდა, მხარეებმა თავდაცვის საკითხებზე, უსაფრთხოებაზე ენერგეტიკის სფეროსა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრეს.


როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, თავდაცვის სფეროში ურთიერთობა უფრო და უფრო გაუმჯობესდება, დაგეგმილია, ევროპის სხვა ქვეყნებიდან ნატო-ს ბაზების პოლონეთში გადატანა.




აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ ივნისში ტრამპი პოლონელ კოლეგას დაჰპირდა, რომ პოლონეთში 1000-მდე ამერიკელ ჯარისკაცს გაუშვებდა, ეს კი, ვარშავისთვის პოტენციური რუსული აგრესიის თავიდან აცილების მიზნით წინ გადადგმული ნაბიჯია.