მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია

6471a2139b1a1
გიორგი არონია
27.05.23 12:14
43313

საქართველო ტურისტული ქვეყანაა, რასაც პირველ რიგში, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ არსებული ლიბერალური სავიზო რეჟიმი განაპირობებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში უვიზოდ შემოსვლა მსოფლიოს 98 ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ. ამასთან, არსებობენ ისეთი ქვეყნებიც, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს ვიზის გამარტივებულად აღება საზღვრის კვეთისას შეუძლიათ.

გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულია იმ 50 ქვეყნის ჩამონათვალიც, რომელთა ვიზების ან/და ბინადრობის ნებართვების მქონე უცხოელებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა გარკვეული ვადითა და პირობებით შეუძლიათ.

ამასთან, არსებობს ისეთი ქვეყნები და ტერიტორიები, რომელთა მოქალაქეებს (და მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირებს) საქართველოში უვიზოდ დარჩენა ერთი კალენდარული წლის განმავლობაში შეუძლიათ - ესენია:

ავსტრალია
აზერბაიჯანი
ალბანეთი
ანდორა
არაბთა გაერთიანებული საამიროები
ანტიგუა და ბარბუდა
არგენტინა
აშშ
ახალი ზელანდია

ბარბადოსი
ბაჰამა
ბაჰრეინი
ბელარუსი
ბელიზი
ბოსნია და ჰერცეგოვინა
ბოტსვანა
ბრაზილია
ბრიტანეთის საზღვარგარეთის ტერიტორიები 

ბრიტანეთის დამოუკიდებელი ტერიტორიები

ბრუნეი-დარუსალამი

დანიის ტერიტორიები (ფარერის კუნძულები და გრენლანდია)
დომინიკი

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები
ეკვადორი
ელ-სალვადორი

თურქეთი
თურქმენეთი

იაპონია
იორდანია
ისლანდია
ისრაელი

კანადა
კატარი
კოლუმბია
კორეის რესპუბლიკა
კოსტა-რიკა

ლიბანი
ლიხტენშტაინი

მავრიკი
მალაიზია
მექსიკა
მოლდოვა
მონაკო
მონტენეგრო

ნიდერლანდების სამეფოს ტერიტორიები
ნორვეგია

ომანი

პანამა

რუსეთის ფედერაცია

სამხრეთ აფრიკა
სან-მარინო
საუდის არაბეთი
საფრანგეთის ტერიტორიები 
სეიშელი
სენტ-ვინსენტი და გრენადინები
სერბეთი
სინგაპური
სომხეთი

ტაილანდი
ტაჯიკეთი

უზბეკეთი
უკრაინა

ქუვეითი

ყაზახეთი
ყირგიზეთი

შვეიცარია

წმინდა საყდარი

ჰონდურასი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები