მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პორტებზე წვდომის დაკაგვის გამო, უკრაინა დღეში $170 მილიონს კარგავს - შმიგალი

627a20a68d0c7
მარიამ ვარადაშვილი
10.05.22 12:30
784
უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი აცხადებს, რომ პორტებზე წვდომის დაკარგვით, უკრაინა დღიურად 170 მლნ დოლარს კარგავს. კერძოდ, უკრაინის პრემიერის ინფორმაციით, პორტებზე წვდომის დაკარგვით ქვეყნის საექსპორტო პოტენციალი ნახევარზე მეტად შემცირდა.

“90 მლნ ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქცია, რის ექსპორტსაც უკრაინა აზიაში, აფრიკასა და ევროპაში გეგმავდა, ბლოკირებულია”, - განაცხადა პრემიერმა ოდესაში. მისივე თქმით, პროდუქციის ნაწილის ექსპორტი რკინიგზით და ხმელეთით ხორციელდება, თუმცა საქონლის რეზერვების ნაწილი რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში რჩება.

გუშინ, 9 მაისს, ევროპული საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელი ოდესის პორტში იმყოფებოდა, სადაც რუსეთის ბლოკადის გამო გაჩერებული მარცვლეული ნახა.

"დენის შმიგალთან ერთად ოდესის პორტში მარცვლეულით - ხორბლითა და ქერით სავსე სილოსები ვნახე. ეს უკიდურესად საჭირო საკვები ომის და რუსების მიერ შავი ზღვის პორტების ბლოკადის გამო, გაჩერებულია, რაც მოწყვლადი ქვეყნებისთვის დრამატული შედეგების მომტანია. ამისთვის გლობალური პასუხია საჭირო”, - დაწერა "ტვიტერზე" მიშელმა.