მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთმა, უკრაინის დასახმარებლად, €580 მილიონიანი სამხედრო დახმარების პაკეტი დააანონსა

უკრაინა

მას შემდეგ, რაც აშშ-მა უკრაინისათვის დახმარების მულტიმილიარდიანი პაკეტი დაამტკიცა, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ, უკრაინის დასახმარებლად, 580 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება დააანონსა, რომელიც სამხედრო მარაგებს, მათ შორის, შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებსა და ტყვია-წამალს, მოიცავს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი, რაში სუნაკი, სამხედრო პაკეტის დასადასტურებლად უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა. პრემიერის ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ სუნაკი უკრაინას, რუსეთის სასტიკი და იმპერიული ამბიციების წინააღმდეგ, დახმარებას დაჰპირდა.

სამხედრო დახმარების პაკეტი 500 მილიონ ფუნტად შეფასებულ სამხედრო მარაგს, მათ შორის 400-მდე სამხედრო მანქანას, 60 ნავსა და 4 მილიონ ვაზნას მოიცავს. პაკეტი ბრიტანული წარმოების Storm Shadow რაკეტებსაც ითვალისწინებს, რომლებიც 240 კილომეტრის მანძილზე მოქმედებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები