მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრაღის სასამართლომ გააუქმა მთავრობის მიერ დაწესებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ზომები

5ea1cc5633bb1
თამთა ჯიჯავაძე
23.04.20 21:06
8595
პრაღის მუნიციპალურმა სასამართლომ გააუქმა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიღებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ოთხი ზომა, რომელიც ადამიანების თავისუფალ გადაადგილებას ზღუდავდა, ასევე, რითეილ გაყიდვებს და სხვა სერვისებს. ამის შესახებ news.expats–ი ავრცელებს ინფორმაციას.

სასამართლომ დაადგინა, რომ ზომების განხორციელება იყო კანონსაწინააღმდეგო. სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში 27 აპრილიდან შევა, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორედ ამ დრომდე აქვს ჩეხეთის მთავრობას შესაძლებლობა ზომები შეცვალოს.

სასამართლოს იურისტმა ექსპერტებმა მიმართეს საჩივრით, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ზომები იყო ქაოტური და გაუგებარი.

„სასამართლო სრულად სცემს პატივს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას და იმ მიზეზებსაც, რისთვისაც ის გამოცხადდა. თუმცა, სასამართლოს არ შეუძლია იმ ფაქტის იგნორირება, რომ სადავო ზომების შინაარსი ფუნდამენტური უფლებების უპრეცედენტო შეზღუდვას გულისხმობს, განსაკურებით თავისუფლად გადაადგილებასთან დაკავშირებით“, – წერია გადაწყვეტილებაში.