მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პრემიერი რამდენიმე სათათბირო ორგანოს ქმნის“ - ეკონომიკის მინისტრი

60648bf163bf7
ვიქტორია მღებრიშვილი
31.03.21 19:30
997
ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბიზნესის ფართო ჩართულობით რამდენიმე სათათბირო ორგანოს ქმნის. ამის შესახებ მან „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით დარგის სპეციალისტებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობის მისწრაფებაა, მდგრადი და სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს შენარჩუნების პროცესში ბიზნესი მაქსიმალურად იყოს ჩართული.

„პრემიერმინისტრს გაცხადებული აქვს 10-წლიანი განვითარების გეგმის შექმნა, რაც ბიზნესს უფრო მეტ კომფორტს, სტაბილურობის და განჭვრეტადობის განცდას შეუქმნის, რათქმაუნდა, ეს უნდა მოხდეს ბიზნესთან ერთად“, - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პრემიერი კონკრეტული მიმართულებებით არსებული პრობლემების მოგვარებისთვის ბიზნესის ჩართულობით საბჭოებს შექმნის.