მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრეზიდენტი: „მე ვდგავარ დღეს იქ, სადაც საქართველო უნდა იდგეს, პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით"

622252a16916b
თამთა ჯიჯავაძე
04.03.22 21:53
989
„თქვენ ხართ ის ხალხი, ვინც დღეს საქართველოს ღირსებას წარმოადგენს, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა“, - ასე მიმართა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოსახლეობას, რომლებიც უკრაინის მხარდასაჭერად გამოვიდა.

„მე ვდგავარ დღეს იქ, სადაც საქართველო უნდა იდგეს, პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით, უკრაინის გვერდით, ეს არის ჩვენი კულტურის, ტრადიციის, ქართველი ერის ღირსება, რომ ჩვენ ვიდგეთ იქ, სადაც იბრძვის ჩვენი მეგობარი ქვეყანა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ევროპული მომავლისთვის. ჩვენც იქ ვართ, ჩვენც იქ ვიქნებით და მინდა რომ აქედან გადავცე პრეზიდენტ ზელენსკის ჩემი თანადგომა და თქვენი თანადგომა. თქვენ ხართ დღეს ის ხალხი, ვინც წარმოადგენს საქართველოს ღირსებას. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა“, - განაცხადა სიტყვით მიმართვისას სალომე ზურაბიშვილმა.