მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრეზიდენტის ქმედებებს მოსახლეობის უმრავლესობა დადებითად აფასებს - CRRC

62305cedb4850
გიორგი თოლორდავა
15.03.22 14:16
921
Caucasus Research Resource Center-ის (CRRC) სოციალური კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა (64%) პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელ ქმედებებს რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით დადებითად აფასებს, გამოკითხულთა მხოლოდ 15% კი მის ქმედებებს ცუდად ან ძალიან ცუდად აფასებს.

შედარებისთვის, გამოკითხულთა უმრავლესობა (42%) საქართველოს პარლამენტის ბოლოდროინდელ ქმედებებს უარყოფითად აფასებს, პარლამენტის ქმედებების მიმართ დადებითად მოსახლეობის მხოლოდ 34%-ია განწყობილი.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ქმედებებს რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით დადებითად გამოკითხულთა 41% აფასებს, ცუდად და ძალიან ცუდად კი - მოსახლეობის 39%-ი.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილის ქმედებებს დადებითად აფასებენ როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებიც. პრემიერ-მინისტრის შემთხვევაში კი, დადებითი შეფასებები ძირითადად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მხრიდანაა.



სატელეფონო გამოკითხვა 7-10 მარტს ჩატარდა და მასში 1,092 სრულწლოვანი მოქალაქე მონაწილეობდა. ცდომილების მაჩვენებელი 2.96%-ს შეადგენს.