მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრეზიდენტმა სებ-ის საბჭოს წევრის კანდიდატად ნიკოლოზ გაგუა წარადგინა

60cf6d7526fc9
BM.GE
20.06.21 20:08
1730
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს ვაკანტური წევრის თანამდებობაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას კანდიდატურა წარუდგინა. მასთან ერთად სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე მიქაბაძეც. შესაბამისი წარდგინება 21 ივნისის ბიუროს სხდომაზე შევა.

შეგახსენებთ, რომ სებ-ის საბჭოში უკვე ორ წელზე მეტია, რაც ორი ვაკანტური ადგილია. კანონის თანახმად საბჭო 9 წევრისგან უნდა იყოს დაკომპლექტებული, თუმცა ამჟამად მასში მხოლოდ 5 წევრია, მათგან 3-ს კი ამავდროულად აღმასრულებელი პოსტი უკავია.

ნიკოლოზ გაგუას 2016 წლის ნოემბრიდან ფინანსთა მინისტრის მოადგილის პოსტი უკავია, ამასთან 2018 წლის ივნისში მინისტრის მოვალეობასაც ასრულებდა. ნიკოლოზ გაგუა არაერთი წლის განმავლობაში ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. მისი სამუშაო გამოცდილება ასეთია:

07.2018 - დღემდე საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
06.2018 - 07.2018 საქართველოს ფინანსთა მინისტრი
11.2016 - 06.2018 საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
03.2016 - 11.2016 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე
10.2015 - 03.2016 მაკროეკონომიკური ანალიზისა და პროგნოზირების დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
06.2013 - 10.2015 ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
10.2011 - 08.2012 აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
09.2010 - 08.2012 პროექტის განმახორციელებელი რგოლის დირექტორი, მსოფლიო ბანკი, SIDA, DFID-ის დაფინანსებით მიმდინარე ფინანსური სექტორის მართვის მხარდაჭერის პროექტი
04.2010 - 08.2010 მინისტრის მრჩეველი, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
08.2006 - 03.2010 ფინანსური დირექტორი, შპს „სთრაიდ ჯორჯია“
09.2004 - 07.2006 საინფორმაციო სისტემების განვითარების კონსულტანტი, სს „თბილისის წყალი“
12.2001 - 01.2006 ფინანსური დირექტორი, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი
06.2001 - 11.2001 მთავარი ფინანსური სპეციალისტი, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი
10.2000 - 06.2001 მთავარი სპეციალისტი, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ეკონომიკური სამსახური
07.1999 - 10.2000 ეკონომიკური ექსპერტი, USAID-ის მხარდაჭერით მიმდინარე მიწის ბაზრის განვითარების პროექტი
10.1997 - 10.1999 ეროვნული კონსულტანტი, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ეკონომიკური სამსახური.

განათლება:

08.2012 - 06.2013 Williams College, United States, ეკონომისტი, ეკონომიკის მაგისტრი
02.1998 - 12.1998 Joint Vienna Institute, Austria, ეკონომისტი, ეკონომიკის მაგისტრთან გათანაბრებული
09.1992 - 06.1997 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომისტი, ეკონომიკის მაგისტრი.

დღეისთვის სებ-ის საბჭო 5 წევრისგან არის დაკომპლექტებული. მათ შორის სამი წევრი აღმასრულებელი უფლებამოსილების მატარებელია.

საბჭოს წევრები არიან:

კობა გვენეტაძე - საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე, პრეზიდენტი;
არჩილ მესტვირიშვილი - საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, ვიცე-პრეზიდენტი;
პაპუნა ლეჟავა - საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, ვიცე-პრეზიდენტი;
რობერტ სინგლეტარი - საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი;
ნიკოლოზ ყაველაშვილი - საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი.

სებ-ის საბჭო 9 წევრამდე 2020 წლის საკანონმდებლო ცვლილებით გაიზარდა.