სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ინფლაციის განახლებული მაჩვენებელი გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, 2020 წლის სექტემბერში საქართველოში ფასების საერთო დონე წლიურად 3.8%-ით გაიზარდა. ამასთან ფასების მატებაზე ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასების გაძვირებამ იქონია.
კერძოდ, სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.3 %-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.97 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:
ყავა, ჩაი და კაკაო (14.4 %),
თევზეული (11.7 %),
ზეთი და ცხიმი (11.1 %),
პური და პურპროდუქტები (8.7 %),
ხილი და ყურძენი (8.2 %),
რძე, ყველი და კვერცხი (6.1 %),
ხორცი და ხორცის პროდუქტები (5.7 %),
მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (5.1 %),
შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (4.1 %);
ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები მომატებულია 7.5%-ით, რაც 0.61 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (12.0 %) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (9.4 %) ქვეჯგუფებზე;
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 8.9 პროცენტიანი მატება. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.59 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (13.3 %), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (5.1 %);
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები მომატებულია 9.1%-ით. შესაბამისად, წლიურ ინდექსში ჯგუფის წვლილმა 0.51 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების ზრდა დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (30.3
%) და პირადი ჰიგიენა (13.0 %).
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში”
ივლისიდან დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია, დღეში 15 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას - გამყრელიძე
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა