მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფლაციის ზრდის ტემპი 3%-ზე დაბლა დაეცა - როდის იგრძნობენ ინფლაციის კლებას მოქალაქეები?

645338c370d1b
ალა ისპირიანი
04.05.23 00:47
793
ინფლაციის ზრდის ტემპი მიზნობრივ 3%-ზე დაბლა დაეცა. 2023 წლის აპრილში წლიური ინფლაციის დონემ 2.7 პროცენტი შეადგინა. ასეთი დაბალი ინფლაციის მაჩვენებელი ქვეყანაში ბოლოს 2021 წლის იანვარში იყო. საქსტატის თანახმად, წლიური ინფლაციის მთავარი მდგენელი სურსათის ფასების 5.9%-იანი ზრდა იყო, რამაც 2.7%-იან ინფლაციაში 2 პროცენტული პუნქტის წვლილი შეიტანა. ჯანდაცვის ჯგუფში თითქმის 8%-იანი კლებაა, ტრანსპორტის ჯგუფში შემავალი მომსახურება გაიაფდა 12.9%-ით. 12%-იანი გაძვირებაა სასტუმროების და რესტორნების ჯგუფში, კომუნალურების ჯგუფში კი ფასები 10.3%-ით გაიზარდა.

ISET -ის წამყვანმა ეკონომისტმა გიორგი პაპავამ BMGTV-ის გადაცემა „საქმის კურსში“ განაცხადა, რომ მნიშვნელოვნად გაიაფების მოლოდინი არ უნდა გვქონდეს.

„ინფლაციის ტემპი შემცირდა, რაც არ ნიშნავს რომ ფასები კლებულობს. იგივე სურსათის შემთხვევაში 5-6%-ით არის გაზრდილი ფასები შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ფასების მატება გრძელდება , მაგრამ ეს არ არის იმ ტემპით რა ტემპითაც ხდებოდა გასული თვეების განმავლობაში. მომხმარებელი ინფლაციის კლებას პირველად იგრძნობს მაშინ როდესაც სურვილი აღარ გაუჩნდება შეიცხადოს, რამდენად სწრაფად გაიზარდა ფასები.

მეგობრები რომ გვეუბნებიან, „რაღაც თუ ღირდა 5 ლარი, ახლა 10 ან 8 ლარი ღირს“ - ასეთი მაგალითები რაოდენობა შემცირდება. უკმაყოფილება, რომელიც არა ფასების დონით, არამედ მისი ზრდის ტემპით არის გამოწვეული ეს უკმაყოფილება შემცირდება თუმცა ის, რომ ფასები მნიშვნელოვნად გაიაფდეს, ამის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს“, - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები