მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ძლიერი მოთხოვნა და ხელფასების ზრდა არის ის, რის გამოც იმპორტული ინფლაციის გადაცემა ადგილობრივ ინფლაციაზე შედარებით ნელია"

64738dd41882e
ალა ისპირიანი
28.05.23 23:35
745
საქართველოს ეროვნული ბანკის განმარტებით ფასების კლებას ძირითადად იმპორტირებული საქონლის დეფლაცია განაპირობებს. რაც ლარის გამყარებით და საერთაშორისო ფასების კლებით არის გამოწვეული. ადგილობრივი წარმოების პროდუქციაზე კი შედარებით მაღალი ინფლაცია ნარჩუნდება. სებ-ი ამბობს, რომ მაღალი ადგილობრივი ინფლაცია ზოგიერთი ადგილობრივად ნაწარმოები სურსათის პურის, ყველის, ხორცის და მომსახურების წლიურ გაძვირებას უკავშირდება.

თავის მხრივ მომსახურების მაღალი ინფლაცია დიდ წილად უცხოელთა რაოდენობის მკვეთრი მატების შედეგად მომსახურებაზე გაზრდილი ფასებით შეიძლება აიხსნას, აქედან კი ყველაზე გამოსარჩევი ბინის ქირაა.

ეროვნული ბანკის" მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა შალვა მხატვრიშვილმა გადაცემა „ანალიტიკა“-ში განმარტა, რომ ძლიერი მოთხოვნა და ხელფასების ზრდა არის ის, რის გამოც იმპორტული ინფლაციის გადაცემა ადგილობრივ ინფლაციაზე შედარებით ნელია.

„მაგალითად შეიძლება მწარმოებელს გარკვეული ხარჯი შეუმცირდეთ, მაგალითად, იგივე საწვავის ხარჯი, მაგრამ შეიძლება დასაქმებულისთვის გადასახდელი ხელფასი მას უფრო ხარჯიანი ჰქონდეს. იქიდან გამომდინარე, რომ ხელფასების ზრდის ტემპი შარშან შედარებით უფრო მაღალი იყო.

ამას შეიძლება ისიც აფერხებდეს, რომ თუ მოთხოვნა ძლიერია კომპანიას შეიძლება სტიმული ჰქონდეს, რომ მარჟა გაზარდოს. ერთა, რომ ხარჯი შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ თუ კომპანია მოთხოვნას ხედავს შეიძლება მან ფასების ზრდა მოახდინოს. ძლიერი მოთხოვნა და ხელფასების ზრდა შეიძლება გარკვეულწილად აფერხებდეს, იმას რომ იმპორტული ინფლაციის გადაცემა ადგილობრივ ინფლაციაზე შეიძლება იყოს შედარებით ნელი“, - განაცხადა მან.

ლარის გამყარებასთან ერთად, რატომ არ იაფდება პროდუქტი, - აღნიშნულ საკითხზე რამდენიმე კვირის წინ ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამაც BMGTV-სთან ისაუბრა. სწორად მან აღნიშნა, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი სახელფასო ბიუჯეტის ზრდა იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები