01.ოქტომბერი .2019 09:50

პროექტი "Hennessy X.O – ოდისეა აბრეშუმის გზაზე 2.0" საქართველოში უნიკალური გასტრონომიული თავგადასავლით ბრუნდება

views 259
უკან

„ჰენესის სახლი“ 2019 წლის 3 ოქტომბერს თბილისში, სამედიცინო ველნეს კურორტ „ბიოლში“, სადღესასწაულო ვახშამს გამართავს. პროექტის „Hennessy X.O. – ოდისეა აბრეშუმის გზაზე 2.0“ ფარგლებში სტუმრებს უნიკალურ გასტრონომიულ თავგადასავალს მიშლენის ფრანგი შეფ-მზარეული ფანი რეი და ქართველი შეფი თეკუნა გაჩეჩილაძე წარუდგენენ.

„Hennessy X.O.-ს ყველა წვეთი ოდისეაა“, – ამ კონცეფციის თანახმად, 2017 წელს 7 ქვეყნის, 7 თანამედროვე არტისტისა და Hennessy X.O.-თი შთაგონებული მათი 7 ნამუშევრის აღმოსაჩენად შემოქმედებითი მოგზაურობა დაიწყო. 2019 წელს Hennessy X.O. ლეგენდარულ აბრეშუმის გზას უნიკალური გასტრონომიული თავგადასავლისთვის უბრუნდება.

Le Guide Michelin-ის კურატორობით, 7 შეფ-მზარეული აბრეშუმის გზაზე Hennessy X.O.-ს ოდისეას შეუერთდება უნიკალური გამოცდილებებისათვის. თითოეულ ქვეყანაში (ყაზახეთი, საქართველო, უზბეკეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, თურქეთი, ჩინეთი) ორი შეფ-მზარეულის ერთობლივი შემოქმედება შვიდი კერძისგან შემდგარ საავტორო მენიუში დაიმკვიდრებს ადგილს.

პროექტი საკრალური რიცხვის – 7-ის გარშემოა აგებული: მოგზაურობის მარშრუტი ისტორიული გზის შვიდ ქვეყანას მოიცავს და ის სიმბოლურად Hennessy X.O.-ს არომატების პალიტრის შვიდ შეგრძნებაზე მიგვანიშნებს: მწველი ცეცხლი, შოკოლადის ხავერდოვნება, მზარდი მხურვალება, ხის ისტორია, პიკანტური ზღვარი, ტკბილი ნოტები და უსასრულო ექო.

აბრეშუმის გზის ოდისეა საფრანგეთში, ქალაქ კონიაკში, Hennessy Maison-ში დაიწყო – იქ მიშლენისა და ადგილობრივი შეფ-მზარეულები კონიაკის სახლის მემკვიდრეობასა და ტრადიციებს გაეცნენ, ეწვივნენ არქივებს, მარნებს, საოჯახო სასტუმროს, კასრების საწარმოებსა და ვენახებს. Hennessy-ს სამყაროში ეს შთამბეჭდავი მოგზაურობა Hennessy-ს სრული კოლექციისა და სხვა კონიაკების უნიკალური სადეგუსტაციო პროცესით დასრულდა.

2019 წლის სექტემბრიდან მიშლენის შეფ-მზარეულებიდან ერთ-ერთი თითოეულ მონაწილე ქვეყანაში გაემგზავრება და ადგილობრივ შეფ-მზარეულთან ერთად ამ ქვეყნის პროდუქტების, ეროვნული ინგრედიენტებისა და Hennessy X.O.-ს 7 არომატის შეზავებით სახასიათო, მაღალი კლასის Hennessy X.O.-ს მენიუს შექმნის.

3 ოქტომბერს საქართველოს უნიკალურობების აღმოჩენაში მიშლენის შეფ-მზარეულ ფანი რეის ქართველი შეფი თეკუნა გაჩეჩილაძე დაეხმარება. Hennessy X.O.-თი შთაგონებული მენიუ ქართული გემოების დახვეწილ შტრიხებს შეიძენს, ნაციონალური საოცრება, რომელიც Hennessy X.O.-ს 7 არომატიდან ერთ-ერთთან – შოკოლადის ხავერდოვნებასთან შეზავდება. ეს შავი შოკოლადის მდიდარი, სრულყოფილი არომატია, ოდნავ ტკბილი და აბრეშუმივით გლუვი.

2017 წელს 36 წლის ფანი რეი ერთადერთი ქალი იყო, რომელმაც პრესტიჟული Michelin Guide-ის ვარსკვლავი მოიპოვა. იგი პარიზის Ritz-სა და პროვანსის Ousteau de Baumanière-ში მუშაობდა. ბურგუნდიული წარმოშობის, პროვანსზე შეყვარებული ფანი 2012 წელს საცხოვრებლად იქ გადავიდა და საკუთარი რესტორანი გახსნა.

(ფოტო: მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი, რესტორნის L'Auberge de Saint-Rémy-ს შეფ-მზარეული ფანი რეი) 



L'Auberge de Saint-Rémy-ს შეფ-მზარეული უპირატესობას მსუბუქ სამზარეულოს ანიჭებს, რომელიც პროვანსისა თუ ხმელთაშუა ზღვის პროდუქტებით არის შთაგონებული.

საფრანგეთში, ქალაქ კონიაკში დაფუძნებული კომპანია Hennessy 250 წელზე მეტი ხნის განმავლობაში უპირობო ლიდერია კონიაკის წარმოებაში. დამფუძნებლის, რიჩარდ ჰენესის სულისკვეთებით შექმნილი ბრენდი 130-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი.

საკულტო კონიაკის სახლი დღესაც LVMH Group-ის ნამდვილი საგანძური და სავიზიტო ბარათია. Hennessy-ს საფრანგეთის საერთაშორისო ვაჭრობაში უდიდესი წვლილი შეაქვს, მისი პროდუქციის 99% ექსპორტზე იყიდება და ის საფრანგეთის „ART DE VIVRE“-ის მსოფლიო ელჩია. „ჰენესის“ ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში კომპანია „გდ ალკოა“.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა