პსპ დაზღვევა არის ერთ-ერთი პირველი სადაზღვევო კომპანია, რომელიც დისტანციურ სადაზღვევო მომსახურებაზე გადავიდა,- ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„COVID-19 კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, 2020 წლის 8 მარტს, პსპ დაზღვევის კომპანიის ოფისში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, 9 მარტიდან კი კომპანია გადავიდა დისტანციურ მომსახურებაზე.
დისტანციური სადაზღვევო მომსახურება გულისხმობს უკვე არსებული ელექტრონული სერვისების გამრავალფეროვნებას , დამატებითი ადმინისტრაციული და ტექნოლოგიური რესურსების მობილიზებას.
პსპ დაზღვევა არის პირველი სადაზღვევო კომპანია, რომელმაც საგანგებოდ შეიქმნა ტელემედიცინის სერვისი. ტელემედიცინის საშუალებით დაზღვეულები დისტანციურად იღებენ ოჯახის ექიმის სამედიცინო მომსახურებას. განსაკუთრებული მადლობა პსპ დაზღვევის ოჯახის ექიმებს, რომლებიც კვალიფიციურად და გაზრდილი დატვირთვით ემსახურებიან დაზღვეულებს.
პსპ დაზღვევის თანამშრომლები ოფისში მოსვლის გარეშე არსულებენ დაკისრებულ მოვალეობებს და მუშაობენ საგანგებო რეჟიმში. ყოველგვარი შეფერხების გარეშე ყველა დაზღვეულს აქვს სრული ხელმისაწვდომობა მიიღოს სადაზღვევო და სამედიცინო მომსახურება დისტანციურად. პსპ დაზღვევა მაქსიმალურად არის მობილიზებული!
პსპ დაზღვევის პორტალის საშუალებით www.online.ipsp.ge , დაზღვეულებს შესაძლებლობა აქვთ ონლაინ მიიღონ ნებისმიერი სადაზღვევო მომოსახურება - ანაზღაურება, საგარანტიო წერილი, მიმართვა ექიმ სპეციალისტთან და საგარანტიო ფურცელი მედიკამენტებზე.
პსპ დაზღვევა, #ჩემიოჯახისდაზღვევა, რომელიც მუდამ გვთავაზობს ოპერატიულ და მაღალი სტანდარტით მომსახურებას, რაც ზრდის ჩვენი დაცულობის და ნდობის ხარისხს!“,- ნათქვამია განცხადებაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა