მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო 7 დღეში covid-ით 616 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა ერთი პაციენტი

62b1acbf764c3
ვიქტორია მღებრიშვილი
21.06.22 15:52
599
საქართველოში გასული ერთი კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 616 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დადასტურებული ინფიცირების შემთხვევებიდან 424 თბილისშია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული განახლებული Covid-სტატისტიკის მიხედვით, 13-დან 19 ივნისის პერიოდში სულ 1 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 482 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

მათივე ცნობით გასული 7 დღის განმავლობაში ვირუსის გამოვლენის მიზნით, 78 650 ტესტი (72 494 ანტიგენ ტესტი,6 156 პჯრ ტესტი ) ჩატარდა.

„უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი; 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია-0.78%“, - ნათქვამია NCDC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.