მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა

632aaed9bd70d
ვიქტორია მღებრიშვილი
21.09.22 10:26
1431
ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. შესაბამის ბრძანებას რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა და ამის შესახებ სპეციალური ვიდეომიმართვაც გაავრცელა. ბრძანება დღეიდან შევა ძალაში.

ბრძანებას პრეზიდენტმა თავდაცვის სამინისტროს წინადადების საფუძველზე, რუსეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა, ასევე რუსეთის მოქალაქეებისა და „გათავისუფლებულ ტერიტორიებზე“ მცხოვრებთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით მოაწერა. მისი თქმით, რუსი სამხედროები ბრძოლის ხაზზე მოქმედებენ და დასავლეთის კოლექტიურ სამხედრო მანქანას ეწინააღმდეგებიან, რომლის სიგრძე 1000 კმ-ზე ვრცელდება.

პრეზიდენტის თქმით, გამოცხადებული მობილიზაციის პირობებში სამხედრო სამსახურში გაწვევას მხოლოდ რეზერვში მყოფი სამხედროები დაექვემდებარებიან, უპირველესად ისინი, რომლებიც შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ, აქვთ გარკვეული სამხედრო სპეციალობა და შესაბამისი გამოცდილება. სამხედრო ნაწილებში გაგზავნამდე კი ისინი სპეცოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით აუცილებელ დამატებით გადამზადებას გაივლიან“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

მოქალაქეები, რომლებსაც მობილიზაციის ფარგლებში გაიწვევენ, მიიღებენ სტატუსს, ანაზღაურებას და კონტრაქტორებისთვის სოციალურ გარანტიებს. პრეზიდენტმა განმარტა, რომ ბრძანება სახელმწიფო თავდაცვის ზომების განხორციელებას გულისხმობს.

პუტინი ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების მოსახლეობას თვითგამორკვევისა და რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის გატარებას დაჰპირდა.

ვიდეომიმართვისას ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნები უცვლელი რჩება და რუსეთს უკრაინაში მცხოვრები მოქალაქეების მიტოვების უფლება არ აქვს. თავდაცვის მინისტრს დაავალა, სპეცოპერაციაში მონაწილეობისთვის მოხალისეებს სტატუსი მიანიჭოს.