რუსეთის ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილმა ჩეჩნეთის მოქმედმა ლიდერმა რამზან კადიროვმა რეგიონის მმართველის არჩევნებში ხმების 99.85%-ით გაიმარჯვა. ყველა საარჩევნო უბნის მონაცემების დათვლის შემდეგ, შედეგები TASS-მა რუსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით გამოაქვეყნა.
აღსანიშნავია, რომ კადიროვს არჩევნებში კონკურენციას ორი მეტოქე უწევდა. პარტია „სამართლიანი რუსეთიდან“ კენჭს ჩეჩნეთის საზოგადოებრივი პალატის თავმჯდომარე ისმაილ დენილხანოვი იყრიდა, კომუნისტური პარტიიდან კი ადგილობრივი პარლამენტის წევრი ხალიდ ნაკაევი მონაწილეობდა. ოფიციალური მონაცემებით, თითოეულმა მეტოქემ ამომრჩეველთა ხმების მხოლოდ 0.05% მიიღო.
ცნობისთვის, რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის ხელმძღვანელის არჩევნებში მაღალი მაჩვენებლები წინა წლებშიც დააფიქსირა. ოფიციალური მონაცემებით, მან 2016 წელს ხმების 94.8% მიიღო, 2021 წლის არჩევნებში კი ამ მაჩვენებელმა 99.7% შეადგინა.
























