მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქარსელაძე: მცხეთის გენგეგმის კონცეფციის განხილვაში მოსახლეობის ჩართულობა მუნიციპალიტეტმა დროულად უნდა უზრუნველყოს

6033e1920df73
BM.GE
22.02.21 21:22
453
მცხეთის გენგეგმის მომზადებაში ჩართულია 11 პროფესიული ჯგუფი, 7 საერთაშoრისო და დამოუკიდებელი ექსპერტი, ასევე იუნესკო, საპატრიარქო და მონიტორინგის მიზნით შემნილია ორი საბჭო. ერთი პროფესიული, მეორე კი უწყებათაშორისი - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ქარსელაძემ დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის საპასუხოდ განაცხადა.

მან ასევე განმარტა, რომ სწორედ ამგვარი მაღალი ჩართულობით მომზადდა მაქსიმალურად დაბალანსებული დოკუმენტი, რომელშიც გათვალისწინებულია როგორც ფაქტობრივი კვლევების შედეგები, ასევე კულტურული მემკვიდრეობის, საპატრიარქოს და ქალაქის შემდგომი განვითარების შესაძლებლობების მაქსიმალურად ყველა ასპექტი.

ირაკლი ქარსელაძის თქმით, ამ ეტაპზე კონცეფციის დოკუმენტის გამოქვეყნება და საჯარო განხილვებში მოსახლეობის ჩართულობა ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს, რაც, სამწუხაროდ, ამ დრომდე, გაურკვეველი მიზეზების გამო არ მომხდარა.

„მიუხედავად იმისა, რომ წინა კვირას გვქონდა ამაზე საუბარი, დოკუმენტი დღემდე არ არ არის გამოქვეყნებული. აღნიშნული პროცესის შეუფერხებელი წარმართვა და მოსახლეობის ჩართვა მნიშvნელოვანია, რომ მთლიანად გენგეგმის შემდგომი დეტალური დამუშავება იუნესკომ, საპატრიარქომ და ყველა ჩართულმა მხარემ შეუფერხებლად განახორციელოს და მოკლე ვადაში მივიღოთ უკვე ის ნამდვილად დაბალანსებული დოკუმენტი, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს მდიდარი, ისტორიული კულტურული მემკვიდრეობა შევინარჩუნოთ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა იმედი გამოთქვა, რომ მოსახლეობის უკიდურესად მაღალი ინტერესის გათვალისწინებით მუნიციპალიტეტი უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს მცხეთის გენგეგმის კონცეფციას.