მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქარსელაძის თქმით, წყალტუბოს სანატორიუმები გასაყიდად მზადდება

61c04a5f63912
მარიამ ვარადაშვილი
20.12.21 13:26
911
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, უწყების მიერ მომზადებული წყალტუბოს განვითარების კონცეფციის ფარგლებში ეკონომიკის სამინისტრო ქონების გასხვისებას გეგმავს.

ასე უპასუხა მინისტრმა BM.GE-ს კითხვას, რომელიც წყალტუბოს სანატორიუმების პრივატიზაციის საკითხს და ფორმას შეეხებოდა. 

მისივე თქმით, კონცეფციით წყალტუბო თანამედროვე ტიპის საკურორტო ქალაქი იქნება. ამასთან, ინფრასტრუქტურა გარემოს დაცვისა და კულტურული მემკვიდრეობის მოთხოვნების დაცვით მოეწყობა.

“წყალტუბო ნამდვილად არის კარგი მაგალითი, რომლის პირობებშიც შემუშავდა სივრცითი დოკუმენტის კონცეპტუალური პროექტი, რომელშიც ჩართულები იყვნენ იტალიური და ქართული წარმატებული კომპანიები. მართლა ძალიან კარგი დოკუმენტი გამოვიდა. აღნიშნული კონცეპტუალური დოკუმენტი იმის საფუძველია, რომ ერთიანი ხედვის ფარგლებში მოხდეს სანატორიუმების შემდგომი განვითარება. ეკონომიკური ნაწილიც დამუშავდა სწორედ ამ კონცეფციის ფარგლებში. ამ დამუშავებული ეკონომიკური ნაწილის საფუძველზე უკვე ეკონომიკის სამინისტრო ამზადებს შესაბამის ქონებებს გასასხვისებლად, რომლის ფარგლებშიც შესაბამისი კონცეპტუალური მაღალი დონის სასტუმროები გვექნება”, - აცხადებს ირაკლი ქარსელაძე.

ივანიშვილის მორიგი შეუსრულებელი დაპირება - რა ხდება წყალტუბოში?