მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტები 25.3 მლრდ-მდე გაიზარდა, ლარიზაცია 36%-ია

5d8b13c39b929
შოთა ტყეშელაშვილი
25.09.19 11:14
923
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2019 წლის პირველი სექტემბერსათვის 25,340,000,000 ლარი შეადგინა, რაც 344,900,000 ლარით, ანუ 1.38%-ით მეტია პირველი აგვისტოსათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.58%-ით მეტი).

სებ-ის ინფორმაციით, აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 142,500,000 ლარით, ანუ 1.36%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.54%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 202,400,000 ლარით, ანუ 1.39%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 1.60%-ით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი სექტემბერსათვის 36.42 პროცენტი შეადგინა. პირველი აგვისტოს მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 0.30 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0.37 პროცენტული პუნქტით).

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 5.25% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 7.45%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.89%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.91%, ხოლო ევროს წილმა 13.51% შეადგინა.