მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართულ ბანკებში რუსეთის 110 000-მდე რეზიდენტმა პირმა გახსნა ანგარიში - სებ-ი

63eddcbf5268d
ინგა მურუსიძე
16.02.23 11:45
1902
2022 წელს ქართულ კომერციულ ბანკებში რუსეთის ფედერაციის რეზიდენტმა 109 949-მა პირმა გახსნა ანგარიში. ინფორმაცია აღნიშნულია ეროვნული ბანკის მხრიდან ოპოზიციონერი დეპუტატის, პაატა მანჯგალაძისთვის გაგზავნილ წერილში.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს სადეპუტატო კითხვა გაუგზავნა: „გთხოვთ გვიპასუხოთ, ფლობთ თუ არა ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის რამდენმა მოქალაქემ გახსნა ქართულ ბანკებში ანგარიში 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 8 თებერვლამდე. თუ ფლობთ აღნიშნულ ინფორმაციას, გთხოვთ გახსნილი ანგარიშების რაოდენობა მოგვაწოდოთ ჩაშლილად, ბანკების მიხედვით“.

სებ-ის ინფორმაციით, მაჩვენებლები ასეთია:

24-28 თებერვალი, მარტი - 7883
აპრილი - 10077
მაისი - 6649
ივნისი - 7374
ივლისი - 6985
აგვისტო - 6409
სექტემბერი - 10016
ოქტომბერი - 27784
ნოემბერი - 15994
დეკემბერი - 10778

ეროვნული ბანკის განმარტებით, შესაძლოა, კონკრეტულ პირს გახსნილი ჰქონდეს ერთზე მეტი ანგარიში სხვადასხვა ბანკში და ცხრილში ასახული პირთა ჯამური რაოდენობა მოიცავდეს დუბლირებულ მონაცემებს.

„გაცნობებთ, რომ მონაცემებს გაწვდით კონსოლიდირებული სახით, ბანკების მიხედვით დეტალიზაციის გარეშე, გამომდინარე კონფიდენციალობის პრინციპიდან. ინფორმაცია მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან 31 დეკემბრამდე პერიოდის მონაცემებს. 2023 წლის განვლილი პერიოდის მონაცემები ჯერ არ არის ხელმისაწვდომი“, - წერია კობა გვენეტაძის მიერ დეპუტატისთვის გაგზავნილ წერილში.