მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ყავის ქსელი ERTI KAVA, მილანში საერთაშორისო გამოფენა World of Coffee-ში მონაწილეობს

629eebf8bd8d9
BM.GE
07.06.22 10:10
1391
პირველი, გამორჩეული და ნიშური ქართული ყავის ქსელი ERTI KAVA, მილანში საერთაშორისო გამოფენაზე World of Coffee გამოფენას ესწრება, რომლის მიზანი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს, როგორც ყავის ინდუსტრიაში, ერთ-ერთი გამორჩეული და მზარდი ქვეყნის პოპულარიზაციაა რომელიც მუდმივად ვითარდება, იზრდება და იხვეწება, როგორც ყავის ხარისხის, ასევე კვალიფიციური კადრების კუთხითაც.

თავად ბრენდის, “ERTI KAVA”-ის, მთავარი ამოცანაა მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოში Specialty Coffee Association-ის ჩამოყალიბება და ასევე ბარისტას ეროვნული ჩემპიონატის ორგანიზება.

რაც შეეხება ბრენდის ისტორიას, ის 2017 წელს დაიწყო და პირველი coffee-shop-ი მაღალმთიან მესტიაში გაიხსნა, სადაც მთისა და ყავის მოყვარულები მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან. მას შემდეგ 5 წელი გავიდა და დღეს “ERTI KAVA” უკვე ოთხ ფილიალს აერთიანებს. თითო მესტიასა და ბათუმში, ორი კი თბილისში (ვაკესა და მთაწმინდაზე).

“ERTI KAVA” მომხმარებლებს ყავის სხადასხვა სახეობასთან ერთად, რომლებიც საერთაშორისო სპეციალობის ყავის ასოციაციის (SCA) სტანდარტების მიხედვით მზადდება, ასევე საუზმესა და დესერტებს სთავაზობს. მაღაზიაში ასევე შეგიძლიათ ყავის მარცვლების, ყავის მოწყობილობებისა და სხვა სუვენირების შეძენა. გარდა ამისა, სასურველი პროდუქციის შეკვეთა შესაძლებელია WOLT-ზეც. თუმცა თუკი მეგობრებთან ერთად, ფინჯან ყავაზე შეკრებას გადაწყვეტთ, მაშინ ყოველ ოთხშაბათს და შაბათს, მიტროფანე ლაღიძის 8-ში მდებარე “ERTI KAVA”-ის ქსელში, საუზმესთან ერთად, ცოცხალი მუსიკაც დაგხვდებათ.

ამასთან, ბრენდის კიდევ ერთი მთავარი უპირატესობა, მისი გუნდია, რომლის წევრ ბარისტებსაც საერთაშორისო სერტიფიკატები აქვთ მიღებული (Barista skills by Specialty coffee association) და მუდმივად ზრუნავენ განვითარებაზე.

პარალელურად, უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღიდან, კომპანია “ERTI KAVA” უკრაინელი ლტოლვილების მხარდაჭერის პროგრამაშია ჩართული და უკრაინელ ლტოლვილებს საქართველოში დასაქმებისა თუ ფინანსური დახმარების კუთხით უზრუნველყოფს.
ინფორმაციისთვის, ინტერნაციონალური კომპანიის ბრუნვა 2022 წლის პირველ ნახევარში, დაახლოებით მილიონი ლარს გაუტოლდება, ხოლო მთლიანობაში 40 ადამიანია დასაქმებული.

ყველა ფილიალი ღიაა ყოველდღე, დილის 8 საათიდან საღამოს 9 საათამდე.

(NS)