28.ოქტომბერი .2020 18:00

“ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო პროგრამაში “ქართუს” პროექტები შეიტანა

views 1027
უკან

საპარლამენტო არჩევნებამდე 3 სამუშაო დღით ადრე, მმართველმა პარტიამ "ქართული ოცნება" საკუთარი საარჩევნო პროგრამა გაასაჯაროვა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილის “ქართუ ფონდი” მზადაა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში 1 მილიარდი ლარის ინვესტირებას განახორციელოს.

“განხორციელდა უნიკალური აკადემიური პროექტი - დაფუძნდა და 2020 წლის სექტემბერში პირველი ნაკადის სტუდენტებს მიიღებს ქუთაისის საერთაშორისო ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. საუნივერსიტეტო კომპლექსის მშენებლობა ფონდი “ქართუს” ფინანსური კონტრიბუციით ხორციელდება და პროექტის ჯამური ღირებულება 1 მილიარდ ლარს შეადგენს.

პროექტის სრულად დასრულების შემდეგ, უნივერსიტეტი გააერთიანებს სტუდენტებს და მკვლევრებს რეგიონიდან, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, დასავლეთ ევროპიდან და აშშ-დან. უნივერსიტეტი სრულად უზრუნველყოფს სტუდენტურ გრანტებს მოწყვლადი ჯგუფებისთვის,”-ნათქვამია ქართული ოცნების პროგრამაში.

ეს ერთადერთი შემთხვევა არაა, როდესაც “ოცნება” ივანიშვილის მიერ დაფინანსებული პროექტების შესახებ საკუთარ პროგრამაში საურობს.

“ფონდმა „ქართუმ“ განახორციელა კულტურული მემკვიდრეობის 463 ობიექტის რეაბილიტაცია, მათ შორის, 2017-2019 წლებში კულტურული მემკვიდრეობის 197 ობიექტზე განხორციელდა 38,2 მილიონი ლარის სხვადასხვა სახის სამუშაოები.

უშუალოდ ფონდ „ქართუს“ მიერ სრულდება ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობის რეაბილიტაცია, მიმდინარეობს პეტროს ადამიანის სახელობის თბილისის სომხური თეატრისა და ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრის შენობების მშენებლობა/ რეაბილიტაცია (სამუშაოების სავარაუდო ღირებულებაა 50 მილიონი ლარი),”- ნათქვამია მმართველი პარტიის პროგრამაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა