მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართველი სტუდენტები გერმანიის მიმართულებით მორიგი სპეცრეისის დანიშვნას ითხოვენ

5f4509c168c58
თამთა ჯიჯავაძე
25.08.20 16:50
1615
გერმანიაში დროებით სამუშაოდ წასვლის მსურველი ქართველი სტუდენტები კიდევ ერთი - მესამე სპეციალური ავიარეისის დანიშვნას ითხოვენ. როგორც საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა რუსუდან ჯაფიაშვილმა Bm.ge-ის განუცხადა, სტუდენტებს სურთ, კიდევ ერთი რეისი აგვისტოს ბოლოს დაინიშნოს რეისი, ვინაიდან სექტემბერში უკვე გვიანი იქნება.

მისივე თქმით, ამჟამად მორიგ რეისს, დაახლოებით, 150 სტუდენტი ელოდება. ცნობისთვის, გერმანიის მიმართულებით სტუდენტებისთვის პირველი რეისი 25 ივლისს შესრულდა, მეორე კი - 11 აგვისტოს.

„არიან სტუდენტები, რომლებსაც მაგალითად, 12-13 აგვისტოს ჩამოუვიდათ მოწვევა გერმანიიდან, მაგრამ წინა რეისებზე ვერ მოახერხეს ბილეთის ყიდვა. ასევე, აღსანიშნავია, რომ მათ, ვინც თურქეთის გავლით გადაწყვიტეს წასვლა, სამი დღე იყვნენ გზაში, მოსთხოვეს კოვიდ-ტესტები და ა.შ. მოკლედ, დიდი დისკომფორტი იყო. 25 ივლისის და 11 აგვისტოს რეისებით კი სტუდენტები უპრობლემოდ ჩავიდნენ გერმანიაში, ამიტომაც აუცილებელია, რომ დაინიშნოს მესამე რეისი საქართველოდან“, – აღნიშნა რუსუდან ჯაფიაშვილმა.

მისივე თქმით, მათ ორი კვირის წინ დატოვეს მიმართვა პარლამენტის კანცელარიაში ახალი რეისის დანიშვნასთან დაკავშირებით, თუმცა, პასუხი ჯერ არ აქვთ.

„ცოტას ყოყმანობენ. დღეს გვქონდა შეხვედრა პარტია "ახალი საქართველოს" ლიდერ გიორგი ვაშაძესთან, რომელმაც კანცელარიასთან 17:00 საათზე აქცია დააანონსა, რათა ჩვენი პრობლემა ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ",  -  აღნიშნა ჯაფიაშვილმა.

ცნობისთვის, 11 აგვისტოს გერმანიაში უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლის 125 სტუდენტი გაემგზავრა საქართველოდან, რომელთაც გერმანიაში დროებითი დასაქმების კონტრაქტები აქვთ. ჩარტერული ფრენა ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ შეასრულა. 25 ივლისის რეისზე კი, დაახლოებით 170 სტუდენტი გაემგზავრა გერმანიაში.