მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რიში სუნაკის თქმით, G20-ზე პუტინის რეჟიმს გააკრიტიკებს

6370dc359d0f6
თათია კაკიაშვილი
13.11.22 16:20
508
ინდონეზიაში, G20-ის სამიტზე, მსოფლიო ლიდერების შეკრებაზე, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი პირობას დებს, რომ პუტინის რეჟიმს გააკრიტიკებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამ რეპლიკით ბრიტანეთის პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ვლადიმერ პუტინის გასამართლებაში ის მსოფლიო ლიდერებს შეუერთდება.

„პუტინის ომმა მთელი მსოფლიოს განადგურება გამოიწვია - გაანადგურა უამრავი სიცოცხლე და საერთაშორისო ეკონომიკა არეულობაში ჩააგდო. სწორედ ამიტომ, "დიდი ოცეულის" სამიტი არ იქნება ჩვეულებრივი შეხვედრა. ჩვენ მოვუწოდებთ პუტინის რეჟიმს და მათ მიმართ გამოვხატავთ აბსოლუტურ ზიზღს,“ - განაცხადა რიში სუნაკმა ბალიზე გამგზავრებამდე.

შეგახსენებთ, რომ G20-ის სამიტს ვლადიმერ პუტინიც უნდა დასწრებოდა, თუმცა ოფიციალურმა მოსკოვმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ის სამიტს არ დაესწრება და მის ნაცვლად კრემლი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს გაგზავნის.