მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქეთევან დედოფლის გამზირზე წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი გრძელდება

6298a0abd3901
BM.GE
02.06.22 15:35
539
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში წყალმომარაგების სისტემის გასაახლებლად სამუშაოების მეორე ეტაპს აგრძელებს.

საწყის ეტაპზე ავლაბრის მოედნიდან თელავის ქუჩამდე 1.8 კმ სიგრძის წყალსადენისა და 1.1 კმ სიგრძის წყალარინების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელი განახლდა. ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, წყლის წნევის რეგულატორები დამონტაჟდა. მოეწყო საკვანძო ჭები და სახანძრო ჰიდრანტები.

სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი თელავის ქუჩიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე მიმდინარეობს. ჯივიპის ტექნიკური ჯგუფები პარალელურად 3 მონაკვეთზე 24 საათიან ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ. იცვლება 2.6 კმ სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების ქსელი, სრულად ახლდება წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა.

ჯივიპი სამუშაოების მეორე ეტაპს ივლისის ბოლოს დაასრულებს.

ქეთევან დედოფლის გამზირის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია ჯივიპის 2022 წლის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტია. სარეაბილიტაციო პროექტში ჯივიპი 4,4 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

(NS)