მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქიმიური რეაქციები მოწევის მიღმა - რა საფრთხეს შეიცავს თამბაქოს კვამლი?

626bba2e5ff12
BM.GE
29.04.22 14:04
1922
თამბაქოს კვამლი ეს არის 6000-მდე ქიმიური ნივთიერებების ნაერთი, რომელთა შესუნთქვა ადამიანთა ჯანმრთელობაზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს, - აღნიშნავენ ექსპერტები. კვლევების თანახმად, მწეველი სამი ტიპის კვამლის ზეგავლენის ქვეშ ექცევა.

თითოეული ტიპის კვამლი ერთმანეთისგან მათში შემავალი ტოქსიკური ნივთიერებების კონცენტრაციით, ნაწილაკების ზომითა და ტემპერატურული მაჩვენებლებით განსხვავდება.

პირველი ტიპის კვამლი ეს არის თამბაქოს მოხმარების დროს მწეველის მიერ ჩასუნთქული და ამოსუნთქული ქიმიური ნაერთი, მეორე ტიპის კვამლს ტრადიციული სიგარეტის წვის დროს მის წვერზე წარმოქმნილ კვამლს მიაკუთვნებენ და ის ქიმიური ნივთიერებების ყველაზე დიდი კონცენტრაციით გამოირჩევა.

ხოლო, მესამე ტიპის კვამლი გარემოში გამოთავისუფლებული კვამლია, რომელიც აერთიანებს როგორც პირველი, ასევე მეორე ტიპის კვამლს. მართალია, მასში მავნე ქიმიური ნივთიერებების კონცენტრაცია შედარებით დაბალია, თუმცა, ის ზეგავლენას ახდენს. როგორც მწეველი, ასევე არამწეველი ადამიანის ორგანიზმზე, რადგან ის დახურულ სივრცეში არსებულ ჰაერში ვრცელდება და მას ადამიანი სუნთქვის დროს ჩაისუნთქავს.

ქიმიური რეაქციები მოწევის მიღმა

თამბაქოს კვამლი წვის პროცესის შედეგად წარმოიქმნება. წვა ქიმიური რეაქციაა, რომელიც 800°C-ზე მიმდინარეობს.

თამბაქოს წვის პროცესში, ნახშირბადსა და ჟანგბადს შორის ქიმიური რეაქციის შედეგად, გამოიყოფა 6000-მდე ქიმიური ნივთიერება, მათ შორის: ნახშირბადი, წყალბადის ციანიდი, აზოტის ოქსიდი, ფორმალდეჰიდები, ბენზოლი და სხვადასხვა მყარი ნაწილაკები.

თამბაქოს კვამლში შემავალი სხვადასხვა სახის ნივთიერებების გამო კი თამბაქოს მოწევა ადამიანის ორგანიზმზე მრავალმხრივ ზეგავლენას ახდენს. როგორც ცნობილია, მოწევა იწვევს ფილტვის, საყლაპავის, ხორხის, პირის ღრუს, შარდის ბუშტის და პანკრეასის კიბოს.

უფრო მეტიც, მკვლევარები აღნიშნავენ, რომ თამბაქოს კვამლში შემავალმა გარკვეულმა კომპონენტებმა შეიძლება გამოიწვიონ უკვე არსებული დაავადებების გამწვავება. რიგ შემთხვევებში კი, ამ ნივთიერებების ალკოჰოლთან, რიგ შემთხვევაში, ზოგიერთ ვირუსთან ურთიერთქმედების შედეგად კი გაზარდოს ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკები.

წვის უგულებელყოფა, როგორც თამბაქოს ზიანის შემცირების შესაძლებლობა

კვლევები აჩვენებს, რომ თამბაქოს მოხმარების პროცესში გადამწყვეტ უარყოფით და საშიშს როლს წვა ასრულებს და სწორედ წვა არის ის, რაც მავნე ქიმიური ნივთიერებების გამოყოფას განაპირობებს.

თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობები, როგორებიც არის ელექტრონული სიგარეტები და თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობები, არ იყენებენ წვას, არამედ სპეციალურად ელ. სიგარეტებისთვის შექმნილ სითხეს 157-266°C-ზე, ხოლო, სპეციალურად შექმნილ თამბაქოს გასახურებელ ღერს 350°C-მდე ახურებენ. შედეგად, ეს მოწყობილობები არ გამოყოფენ კვამლს, რაც ამცირებს ადამიანის ორგანიზმისთვის მიყენებულ ზიანს.

თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების შესახებ არსებულ სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაყრდნობით, Public Health England-ი აღიარებს თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების პოტენციურ სარგებელს და აცხადებს, რომ ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით, თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობები ამცირებენ მომხმარებლის ორგანიზმის მავნე ქიმიური ნივთიერებებისადმი დაქვემდებარებას.

უფრო მეტიც, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ თამბაქოს უკვამლო მოწყობილობა წარმოადგენს ნიკოტინის მიღების ალტერნატიულ გზას და მწეველისთვის ნიკოტინის მიწოდებას სიგარეტის კვამლში არსებული ფერფლის, კუპრისა და ნახშირბადის გარეშე უზრუნველყოფს. თუმცა, ექსპერტები ასევე გვაფრთხილებენ, რომ თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები არ არის სრულიად უსაფრთხო, რადგან შეიცავენ ნიკოტინს - დამოკიდებულების გამომწვევ ნივთიერებას.

მიუხედავად ამისა, მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მოწევის გაგრძელებასთან შედარებით, თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების მოხმარება მწეველისთვის უკეთეს არჩევანს წარმოადგენს. კლინიკური კვლევების თანახმად, ტრადიციული სიგარეტის თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობით ჩანაცვლების შედეგად, მწეველები დადებით ცვლილებას უკვე პირველივე დღეებში გრძნობენ, მიზეზი კი ის არის, რომ თამბაქოს უკვამლო მოწყობილობებზე გადასვლის შედეგად, სისხლში ნახშირბადის მონოქსიდის დონე იკლებს და ნორმის ნიშნულს უბრუნდება. 2-3 კვირაში უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა და ფილტვების ფუნქცია. 1-12 თვეში ქრება ხველა, სუნთქვა კი ნაკლებად რთული ხდება.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მწეველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 10 წლით ნაკლებია არამწეველთა სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. 40 წლამდე თამბაქოს მოხმარებისთვის თავის დანებება კი მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების განვითარების რისკებს 90%-ით ამცირებს.

უდავოა, მოწევისთვის თავის დანებება მწეველთა საუკეთესო არჩევანს წარმოადგენს. თუმცა, ის ადამიანები, რომლებიც არ ანებებენ თავს მოწევას, საჭიროებენ არჩევანის თავისუფლებასა და მათი ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის შემცირების შესაძლებლობას.