2021 წლის ბოლომდე მომხმარებელს QR კოდით საქონლის ხორცის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებას შეძლებს.
Naits - ასე ჰქვია აპლიკაციას, რომელიც ამ დროისთვის სატესტო რეჟიმში მხოლოდ Android-ის მომხმარებლებისთვის მუშაობს.
როგორც bm.ge-ს FAO-ს ცხოველთა იდენთიფიკაცია-რეგისტრაციის ხელმძღვანელმა, მიხეილ სოხაძემ განუმარტა, მომხმარებელს საშუალება ექნება გაიგოს რომელ რეგიონში, რომელ სასაკალაოზე დაკლული პირუტყვი და რამდენი წლის საქონლის ხორცი იყიდება ამა თუ იმ სარეალიზაციო ობიექტზე.
“ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც განთავსებულია ბაზარზე, განსაკუთრებით კი მალფუჭებადი, აუცილებლად უნდა იყოს მიკვლევადი. საიდან წამოვიდა ეს პროდუქტი, ამის შესახებ უნდა ვიცოდეთ ყველა დეტალი, რომ გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს შეგვეძლოს შესაბამისი ზომების გატარება.
რაც შეეხება მომხმარებელს, მას თუ დააინტერესებს, უნდა იცოდეს როდის დაიკლა საქონელი, რა პირობებში და სად. დღეს ნებისმიერ საქონელს ახლავს საყურე, რაც მის შესახებ ინფორმაციას იძლევა. ამ ნიშანს დაემატება უახლოეს თვეებში QR კოდი და შესაბამისი პროგრამის გამოყენებით ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლება გაიგოს სად გაიზარდა ეს საქონელი, სად დაიკლა.
ჩამოტვირთავ აპლიკაციას, Naits - ასე ჰქვია მას და თუ სურვილი გექნება შეიტყობ დამატებით დეტალებს. მომხმარებელი უნდა იყოს დაცული და ეს პროგრამაც სწორედ ამას ემსახურება “- განმარტავს სოხაძე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რამდენი ქართველი ცხოვრობს რუსეთში?
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
პატარძეულთან ახლოს, ნავთობის ახალი მარაგებია აღმოჩენილი - Block Energy
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება