მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსალოდნელია მარცვლეულის წარმოების რეკორდულად გაზრდა - FAO

64ae85f296594
BM.GE
12.07.23 15:06
3559
მარცვლეულის მოწოდებისა და მოთხოვნის შესახებ ანგარიშის მიხედვით, მოსალოდნელია, რომ 2023/24-ში მსოფლიო მარცვლეულის წარმოება რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწევს.

FAO-მ მარცვლეულის გლობალური პროდუქციის 2023 წლის პროგნოზი 2 819 მილიონ ტონამდე გაზარდა, რაც, გასული წლის მონაცემებს 1.1 პროცენტით აღემატება.

ახალი გათვლები ხორბლის გლობალური წარმოების უკეთეს პროგნოზს გვპირდება, რაც ახლა, ზოგიერთ ქვეყანაში – კანადის, ყაზახეთისა და თურქეთის ჩათვლით – გაუმჯობესებული წარმოების შედეგად, 783.3 მილიონ ტონას მოიცავს. თუმცა, ხორბლის გლობალური წარმოება გასულ სეზონთან შედარებით კვლავ ნაკლებია 2.3 პროცენტით.

უხეში მარცვლეულის წლიური წარმოების ზრდა, 2022 წელთან შედარებით 2.9 პროცენტით, 1 512 მილიონ ტონამდე ივარაუდება. ხოლო მსოფლიოში ბრინჯის წარმოება 2023/24 წლებისთვის 1.2 პროცენტითაა მოსალოდნელი, რაც 2022/23-თან შედარებით გაზრდილი რაოდენობაა და 523.7 მილიონ ტონას აღწევს.

მსოფლიოში მარცვლეულის მოხმარების გაზრდას შემდეგ სეზონზე 0.9 პროცენტით ელიან, რამაც 2 805 მილიონ ტონა უნდა შეადგინოს. ამის მიზეზი უხეში მარცვლეულის, განსაკუთრებით, ცხოველთა საკვებად განკუთვნილი სიმინდის, მოსალოდნელი, გაზრდილი მოხმარებაა.

2023/24-ის FAO-ს პროგნოზი მარცვლეულის მარაგებთან დაკავშირებით, სეზონების დასასრულისკენ, 878 მილიონ ტონას შეადგენს, რაც წინა სეზონს 2.3 პროცენტით აღემატება. ამ მოცემულობით, მარცვლეულის გამოყენების გლობალური მარაგის თანაფარდობა უცვლელი დარჩება – 30.6 პროცენტი.

FAO-ს უახლესი პროგნოზი 2023/24-ში მარცვლეულის მსოფლიო ვაჭრობის შესახებ 2022/23-თან შედარებით შესაძლოა 0.9 პროცენტით შემცირდეს, რაც ხორბლის მოცულობის შემცირებას უკავშირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები