მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაძვირდება თუ არა საქართველოში იმპორტირებული მარცვლეული? - ლევან ჯანაშიას განმარტება

64bcdbc5eda46
სალომე ხიდურელი
23.07.23 13:17
752
მას შემდეგ, რაც რუსეთმა უარი თქვა გაეროსა და თურქეთის შუამავლობით მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმების გაგრძელებაზე, უკრაინა ალტერნაიტულ მარშრუტზე ალაპარაკდა.

უკრაინამ და რუსეთმა 2022 წლის 22 ივლისს სტამბოლში გააფორმეს შეთანხმებები თურქეთთან და გაეროსთან, უკრაინის სამი პორტის - ოდესის, ჩერნომორსკისა და იუჟნის - გათავისუფლების შესახებ. ეს პორტები ბლოკირებული იყო მას შემდეგ, რაც თებერვლის ბოლოს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

შეთანხმება მსოფლიოში არსებული სასურსათო კრიზისის საპასუხოდ გაფორმდა, რადგან რუსეთიც და უკრაინაც მარცვლეულის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორები არიან. თავის მხრივ, რუსეთმა მიიღო გარანტია, რომ საკუთარი მარცვლეულისა და პესტიციდების ექსპორტსაც განახორციელებდა. შეთანხმების მოქმედების ვადა 17 ივლისს ამოიწურა.

რუსეთი შეთანხმების სანაცვლოდ ტოლიატი-ოდესის ამიაკის მილსადენის ამუშავებას, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და მისი ნაწილების მიწოდების აღდგენას, უცხოეთის პორტებში რუსული გემების შესვლას და Россельхозбанк-ის საგადასახადო სისტემა SWIFT-ში დაბრუნებას ითხოვდა.

რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის და უნდა ველოდოთ თუ არა ხორბალზე ფასის ზრდას, ამ საკითხზე BMGTV-ს ეთერში ლევან ჯანაშია, „აგროექსპორტის“ დამფუძნებელი საუბრობს.

„როდესაც მსოფლიო ბაზარზე ფასი იზრდება და მერყეობს, თავისთავად ცხადია, საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი. რუსეთში დიდი ხანია საუბრობენ, რომ მოსაკრებელი პერმანენტულად მცირდება, ხოლო მეორე საკითხად განიხილება "მეგობრულ ქვეყნებთან" საექსპორტო მოსაკრებლის დროებით მოხსნა.

საქართველო რუსეთს "არამეგობრული ქვეყნების" სიაში არ  ჰყვს შეყვანილი აქედან გამომდინარე, შედეგი არ ვიცი რა იქნება. მოსაკრებელი ფასის დანამატია, როდესაც ექსპორტს ახორციელებ, თუმცა ნედლეულის ფასი სტანდარტულად დგინდება ბირჟაზე. ამიტომ ბუნებრივია, თუ ეს ვითარება შენარჩუნდა ფასს ვგულისხმობ, ამ შემთხვევაში, საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი რომ აქ იაფი ხორბალი შემოვიდეს და სხვაგან - ძვირი",- განმარტავს ჯანაშია.

ამის მიუხედავად, ამბობს, რომ არის შანსი ფასი ქვეყნებისთვის სხვადასხვა თანაფარდობით გადანაწილდეს და საქართველოში ხორბალი შედარებით იაფად შემოვიდეს.

„რა თქმა უნდა, ეს ჯერ დამდგარი ფაქტი არ არის და  მხოლოდ განცხადებებია, რომლებიც დაახლოებით 9-10 თვეა კეთდება“, - დასძენს ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები