შავი ზღვის პორტების ხანგრძლივი გაჩერების შემთხვევაში უკრაინა 2026 წლის ივნისიდან 2027 წლის ივნისამდე პერიოდში მინიმუმ $8 მილიარდის საექსპორტო შემოსავალს დაკარგავს.
Financial Times-ის მიერ გავრცელებული შეფასება უკრაინის გასული წლის მთლიანი საექსპორტო შემოსავლების დაახლოებით 20%-ს უტოლდება. ეროვნულ მონაცემებზე დაყრდნობით მომზადებული ეს პროგნოზი პორტების მუშაობის სრულ შეჩერებაზეა გათვლილი და უკვე დაფიქსირებულ დანაკარგებს არ მოიცავს.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს უკრაინა 64 მილიონი ტონა აგროპროდუქციის ექსპორტს გეგმავდა. თუმცა, საზღვაო გადაზიდვების აღდგენის გარეშე, საუკეთესო შემთხვევაში, ქვეყნიდან მხოლოდ ამ მოცულობის ნახევრის გატანა მოხერხდება.
მოგეხსენებათ, გემებსა და საპორტო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმებმა ძირითადი საზღვაო საექსპორტო მარშრუტის მუშაობა ფაქტობრივად შეაჩერა. ამასთან, საავტომობილო გადაზიდვები გაცილებით ძვირია და ამ ალტერნატივას არსებული დანაკარგების კომპენსირება არ შეუძლია. ამასთან, "მარცვლეულის შეთანხმება" მიღწეული ჯერაც არ არის და შესაძლოა ის საერთოდ ვეღარ შედგეს.
























