მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მომდევნო წლებში, რუსეთში მარცვლეულის მოსავლის გაზრდას პროგნოზირებენ

რუსეთი / ხორბალი

რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის სამინისტრომ 2025-2027 წლების სოციალურ-ეკონომიკური პროგნოზის დოკუმენტი დაამტკიცა, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეყანაში ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარებას უკავშირდება. დოკუმენტის თანახმად, მომდევნო წლებში მარცვლეული კულტურების წარმოება შარშანდელთან შედარებით 2.1%-ით გაიზრდება და 2027 წლისთვის 148 მილიონ ტონას მიაღწევს.

დოკუმენტის მიხედვით, წელს რუსეთში მარცვლეულის წარმოება შარშანდელთან შედარებით დაიკლებს, რასაც რუსეთის ხელისუფლებაში საბაზო ეფექტით და გაუარესებული ამინდით ხსნიან. წლის ბოლოსთვის, რუსეთში 132 მილიონი ტონა მარცვლეულის და 13.7 მილიონი ტონა ბოსტნეულის მოსავლის მიღებას პროგნოზირებენ. 2024 წელს ასევე იკლო რუსეთისთვის კიდევ ორი მნიშვნელოვანი პროდუქტის - შაქრის ჭარხლის და მზესუმზირას ზეთის წარმოებამ. ჭარხლის მოსავალი 14.4%-ით შემცირდა და 45.5 მილიონი ტონა შეადგინა, როცა ზეთის წარმოება 3.2%-ით შემცირდა და 16.7 მილიონი ტონა შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ მარცვლოვანი კულტურები საქართველოში ყველაზე დიდი მოცულობით სწორედ რუსეთის ფედერაციიდან შემოდის. გასულ წელს, რუსეთიდან საქართველოში $56.2 მილიონის ღირებულების 217,500-ზე მეტი ტონა ხორბალი შემოვიდა, რამაც ხორბლის ჯამური იმპორტის 97.5% შეადგინა. ანალოგიური მდგომარეობაა ქერის, სიმინდისა, წიწიბურის, ფეტვის და სხვა მარცვლეულის მიმართულებით, რასაც, უმეტესწილად, სწორედ რუსეთიდან ვყიდულობთ. რუსეთის წარმოებაზე დამოკიდებულებას ორი ძირითადი მიზეზი აქვს: რუსული მარცვლეულის და მისი ტრანსპორტირების დაბალი ფასი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები