მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმპორტი $14.4 მილიარდამდე გაიზარდა - რა საქონელს ყიდულობს საქართველო უცხოეთიდან?

საზღვაო გადაზიდვები

2026 წლის 9 თვეში საქართველომ უცხოეთიდან 14.4 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა, რაც წინა წელთან შედარებით 723 მილიონი დოლარით, ანუ 5.3%-ით მეტია. იმპორტში პირველ ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 2.65 მილიარდი დოლარით, თუმცა ამ მიმართულებით კლება 13%-ს შეადგენს, რაც თავის მხრივ საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტის 24%-იან ვარდნასთან არის დაკავშირებული.

იმპორტში მეორე ადგილს 1.4 მილიარდი დოლარით ნავთობპროდუქტები იკავებს, სადაც ზრდა 44.5%-ია. მესამე ადგილზეა მედიკამენტები 527 მილიონი დოლარით, სადაც ზრდა 3.6%-ია.

საქართველოს იმპორტში ასევე აღირიცხა ნედლი ნავთობის იმპორტი 427 მილიონი დოლარით, რაც წლიურად თითქმის 37 ათასი პროცენტით არის გაზრდილი. აღნიშნული დაკავშირებულია საქართველოში პირველი სრულმასშტაბიანი ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მიერ ოპერირების დაწყებასთან.

იმპორტში მკვეთრი ზრდა ფიქსირდება დიოდების, ტრანზისტორების და მზის ფოტოვოლტური ბატარეების მიმართულებით, რაც სავარაუდოდ დაკავშირებულია ქვეყანაში მზის ელექტროსადგურების მშენებლობის პროცესთან.

2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს 10 მთავარი საიმპორტო საქონელი:

# საქონელი მლნ დოლარი ზრდა/კლება წინა წელთან
1 მსუბუქი ავტომობილები $2,652 -13.3%
2 ნავთობი და ნავთობპროდუქტები $1,407 44.5%
3 სამკურნალო საშუალებები დაფასოებული $527 3.6%
4 ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები $427 36992%
5 ბუნებრივი აირი $352 18.6%
6 სატელეფონო აპარატები და აპარატები მონაცემების გადაცემისა და მიღებისთვის, სადენიანი და უსადენო კავშირისათვის $233 -0.2%
7 დიოდები, ტრანზისტორები და ანალოგიური ნახევარგამტარი ხელსაწყოები, ასევე მზის ფოტოვოლტური ბატერეები $159 726.4%
8 სპილენძის მადნები და კონცენტრატები $138 181.0%
9 ვაქცინები, სისხლი და იმუნური შრატები; უჯრედული კულტურები $113 13.7%
10 გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები $111 0.4%
11 დანარჩენი საქონელი – სულ $8,263 -0.5%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები