მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სპირტიანი სასმელების ექსპორტი ₾163.8 მლნ-მდე შემცირდა, იმპორტი - გაიზარდა | სად ვყიდით-ვყიდულობთ?

სპირტიანი სასმელები

საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო საქონლის სპირტიანი სასმელების ექსპორტი შემცირებულია. სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის 8 თვეში ქვეყანამ 20 172 586 ლიტრი სასმლის ექსპორტით 163 მილიონ 869 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. წლიურად ექსპორტი 4.8%-ით შემცირდა.

ამის მიუხედავად სპირტიანი სასმელებს უმსხვილესი საექსპორტო საქონლის რეიტინგში 3%-იანი წილით მეხუთე ადგილი უკავია და ღვინის ექსპორტს აღემატება.

ამ დასახელების ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი მესამე წელია მცირდება, რაც მთავარ საექსპორტო ქვეყანაში - რუსეთში გადაზიდვების კლებით არის განპირობებული, სადაც წლიურად შემცირება 13.3%-ია. წელს 8 თვეში ექსპორტი სომხეთშიც 24.6%-ით შემცირდა. ამასთან, უკრაინაში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, ლატვიაში გადაზიდვები გაიზარდა. ექსპორტის განსაკუთრებული გააქტიურება მალაიზიისა და თურქეთის მიმართულებით ფიქსირდება.

სპირტიანი სასმელების TOP-10 საექსპორტო ქვეყნის რეიტინგი კი ასეთია:

  1. რუსეთი - $79.6 მლნ, 9 902 126 ლიტრი;
  2. სომხეთი - $20.6 მლნ, 3 618 815 ლიტრი;
  3. უკრაინა - $14 მლნ, 3 565 288 ლიტრი;
  4. აზერბაიჯანი - $8.8 მლნ, 214 000 ლიტრი;
  5. ბელარუსი - $8.2 მლნ, 1 101 955 ლიტრი;
  6. მალაიზია - $6.2 მლნ, 52 153 ლიტრი;
  7. ლატვია - $5.7 მლნ, 399 235 ლიტრი;
  8. თურქეთი - $4.6 მლნ, 114 300 ლიტრი;
  9. ყირგიზეთი - $3.9 მლნ, 132 446 ლიტრი;
  10. ნიდერლანდები - $1.6 მლნ, 44 775 ლიტრი.

სპირტიანი სასმელების ექსპორტის კლების პარალელურად, წელს იმპორტი 39.8 %-ით გაიზარდა. 8 თვეში საქართველოში 51 მილიონ 681 ათასი დოლარის ღირებულების 3 075 238 ლიტრი სპირტიანი სასმელები შემოვიდა. მთავარი იმპორტიორი ქვეყნები გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და რუსეთი არიან. თუმცა ჩამონათვალში ასევე არიან ლატვია, გერმანია, აშშ, ნიდერლანდები, უკრაინა, ფინეთი, იტალია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები