მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსული ხორბლის ექსპორტზე ბაჟი 1.4-ჯერ გაიზარდა

ხორბალი

რუსეთიდან ხორბლის საექსპორტო ბაჟი დღეიდან, ტონაზე 1 012.1 რუბლამდე გაიზარდა. 25 აგვისტომდე მოქმედ ტარიფთან (721.1 რუბლი ტონაზე) შედარებით ბაჟი 1.4-ჯერ გაიზარდა. წერს რუსული მედია სოფლის მეურნეობის სამინისტროზე დაყრდნობით.

მათი ცნობით, ქერის ექსპორტის გადასახადი ნულოვან ნიშნულზე შენარჩუნდა, ხოლო სიმინდის 607.3 რუბლამდე (მანამდე არსებული 285 რუბლიდან ტონაზე) გაიზარდა.

ტარიფები ძალაში 1 სექტემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

გადასახადები გაანგარიშებულია შემდეგი ინდიკატორული ფასების საფუძველზე: ტონა ხორბალზე - $229.5 (წინა პერიოდში $231.2), ტონა ქერზე - $191 ($193.5), ტონა სიმინდზე - $221.2 ($222.1).

ცნობისთვის, რუსეთმა „მარცვლეულის დემპფერის“ მექანიზმი 2021 წლის 2 ივნისიდან შემოიღო. იგი ითვალისწინებს მცურავ საექსპორტო გადასახადებს ხორბალზე, სიმინდსა და ქერზე. მიღებული შემოსავალი სოფლის მეურნეობის მწარმოებელთა სუბსიდირებისთვის იყო გათვალისწინებული.

ამჟამად საბაზო ფასი ხორბალზე ტონაზე 18 ათას რუბლია, ხოლო ქერსა და სიმინდზე, ტონაზე 17 ათას 875 რუბლს.

ცნობისთვის, რუსეთი საქართველოსთვის ხორბლის მთავარი მომწოდებელია. წელს, იანვარ-ივლისში, ქვეყანაში ჯამში 53 მილიონ 666 ათასი დოლარის ღირებულების 209 408 ტონა ხორბალი და მესლინი შემოვიდა, საიდანაც 93.5% რუსულ ხორბალზე მოდის.

7 თვეში საქართველომ $50 მილიონის 194 932 ტონა რუსული ხორბალი შეიძინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის იმპორტს 27.9%-ით აღემატება.

წლის ამ პერიოდისთვის ხორბლის შესყიდვები შემცირებულია, თუმცა ეს ყაზახური ხორბლის იმპორტის კლებით არის განპირობებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები