16.აპრილი .2021 15:48

ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის ვაქცინაცია აუცილებელია - კულუმბეგოვი

ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის ვაქცინაცია აუცილებელია - კულუმბეგოვი
views 260
უკან

ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა აუცილებელია.

ვაქცინაციის საბჭოს დასრულების შემდეგ ბიძინა კულუმბეგოვმა ის დაავადებები ჩამოთვალა, რომელთა შემთხვევაში ვაქცინაცია რეკომენდირებულია.

„ვაქცინაცინაციის დანიშნულება მსოფლიოში ავადობის, ჰოსპიტალურ სექტორზე დატვირთვის და სიკვდილიანობის შემცირებაა. ადამიანებს, რომლებსაც აქვთ რისკის ფაქტორის დაავადებები, რომელთა სიკვდილიანობა კოვიდის განვითარებაში შემთხვევაში ასმაგად უფრო დიდია, მათი აცრა არათუ შეიძლება, არამედ - აუცილებელია.

პირველი და მეორე ტიპის დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, სხვა ნევროლოგიური, გულსისხლძარღვთა ან სასუნთქი გზების დაავადებები ვაქცინაციის გამოყენების პირდაპირი ჩვენებაა. კუაგულანტების გამოყენება არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს. ერთადერთი გამოვლინებაა, რომ ინექციის ადგილას შეიძლება გაჩნდეს სისხლჩაქცევა. ამასთან პაციენტების უდიდეს ნაწილს, რომელთაც თრომბოემბოლია განუვითარდათ, არავითარი წინასწარი რაიმე დაავადება, ან რაიმე რისკ-ფაქტორი არ უვლინდებათ“, - განმარტა კულუმბეგოვმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა