მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქრთამის აღების ბრალდებით სატყეო სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს

62945ec79a692
მარიამ ვარადაშვილი
30.05.22 10:14
711
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ქრთამის აღების ბრალდებით შიდა ქართლში ქრთამის ერთი პირი დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ,,ეროვნული სატყეო სააგენტოს“ ერთ-ერთი სატყეო უბნის თანამშრომელმა, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, პირადი უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მისი სამოქმედო უბნიდან წიწვოვანი ჯიშის ხის ნერგების უნებართვოდ მოპოვებისა და მათი გატანის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა თანხა 5 ათასი ლარი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6 -დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.